მადრიდის „ატლეტიკო“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას განაგრძობს და კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინა. 22 წლის ესპანელი მცველი მარიო ერმოსო ამიერიდან მადრიდელთა ღირსებას დაიცავს.
„ატლეტიკომ“ „ესპანიოლს“ ერმოსოს სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაუხადა და 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.
ერმოსო „ესპანიოლში“ 2017-2019 წლებში თამაშობდა და 54 მატჩში 4 გოლიც გაიტანა. მანამდე კი, მადრიდის „რეალის“ აკადემიასა და მეორე გუნდში 12 წლის განმავლობაში ირიცხებოდა. აქვე გეტყვით, რომ გუშინ "ატლეტიკომ" ინგლისელი მცველი კირან ტრიპირი შეიძინა.