სხვა

18:10 | 17.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ძალებს 4 ქართველი ჩუბინიც ცდის

უკვე მეოთხე დღეა, გერმანულ ზულში მიმდინარეობს ტრადიციული დიდი საერთაშორისო ტურნირი სროლის სახეობებში ახალგაზრდებს შორის. ჯერჯერობით მასში მესტენდურები და პნევმატური თოფით მსროლელები გამოდიოდნენ, დღეს კი პისტოლეტით მოასპარეზენიც ჩაებმებიან.

პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში 4 ქართველი ჩუბინიც ცდის ძალებს: ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს მესამე პრიზიორი ლიზი კილაძე, ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალოსანი ნინო ხუციბერიძე, მარიამ ქობულაშვილი და ახალგაზრდებში გუნდურში ევროპის მესამე პრიზიორი, უფროსებში საფრანგეთის „დიდი პრიზის“ გამარჯვებული კაკო მოსულიშვილი.
დღეს შეჯიბრებაში გოგონები ჩაებმებიან და სამივე ჩვენებური იასპარეზებს. ხვალ ვაჟები იასპარეზებენ, ზეგ კი შერეულ წყვილთა შეჯიბრება გაიმართება, რომელშიც ჩვენგან კილაძე-მოსულიშვილის დუეტი გამოვა.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.114432