ჭადრაკი

14:35 | 9.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძე გალიდერდა

ბათუმში მიმდინარე მერიის თასის 7 ტურის თავზე 5.5 ქულით 2 მოჭადრაკე – ქართველი თორნიკე სანიკიძე (2509) და შანტ სარგსიანი (2529) ლიდერობს.

გასულ ტურში სანიკიძე დავით მაღალაშვილს (2485) დაუზავდა, სარგსიანი კი – ყაზახი არისტანბეკ ურაზაიევს (2436). დაწინაურებულებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან ხსენებული მაღალაშვილი, ლევან ფანცულაია (2612) და მიხეილ კეკელიძე (2378).
ბოლოსწინა მე-8 ტურში კეკელიძე სანიკიძეს ეთამაშება, სარგსიანი – აზერბაიჯანელ რავან ალიევს (2385), ფანცულაია – უზბეკ ალექსეი ბარსოვს (2397), მაღალაშვილი კი – დავით ლომსაძეს (2292).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114897