ქუთაისის „ტორპედომ“ „რუსთავიდან“ კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიმატა - ზაზა ციცქიშვილი. აღნიშნულ ინფორმაცია იმერული გუნდი ოფიციალურად ადასტურებს.
24 წლის შემტევი ნახევარმცველი ქუთათურთა რიგებში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.
ციცქიშვილი „რუსთავში“ 2014 წლიდან ირჯებოდა. მიმდინარე სეზონში კი 21 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა. შეგახსენებთ, "ტორპედო" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე 11 ივლისს ყაზახურ "ორდაბასს" დაუპირისპირდება.