ჩოგბურთი

11:49 | 5.07.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა

დიდი სლემის 18-გზის ჩემპიონმა, რაფაელ ნადალმა უიმბლდონის 1/32-ფინალში მისთვის უხერხეული მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ნიკ კირიოსი 6:3, 3:6, 7:6, 7:6(VIDEO) დაამარცხა. შეხვედრა სამ საათსა და შვიდ წუთს გაგრძელდა.

ჩოგბურთელებს შორის ძნელად თუ მოიძებნება ისეთი მოთამაშე, რომელსაც ნადალთან დადებითი ბალანსი აქვს, ამ შეხვედრამდე სწორედ ასეთ კირიოსი იყო. ახლა ანგარიში 4:4 გახდა.

პირველი ორი სეტი ჩოგბურთელებმა გაცვალეს. მესამე და მეოთხე პარტიაში გამარჯვბეული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა, სადაც ნადალი უბრალოდ უფრო ზუსტად თამაშობდა.

მომდევნო ეტაპზე რაფაელი მეტოქე ფრანგი ჟო-ვილფრედ ცონგა იქნება. ურთიერთშეხვედრებში ესაპნელი 13:4-ს იგებს.

0.117619