პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ რაფაელ ნადალი დიდებული ფეხბურთელი იქნებოდა. „განსაკუთრებულის“ აზრით, ნადალს ფეხბურთის მაღალ დონეზე სათამაშოდ ყველა მონაცემი ჰქონდა, მაგრამ ჩოგბურთზე არჩევანი სწორად გააკეთა.
„ვიცი, რომ რაფას ფეხბურთის კარგად თამაში ეხერხება, ეს დაუჯერებელია. კმაყოფილი ვარ, რომ ფეხბურთელი არ გახდა, მაგრამ ვფიქრობ, შეეძლო ფანტასტიკური კარიერა ფეხბურთშიც ჰქონოდა.
თავის ენერგიას, მენტალიტეტს, უნარიანობას კარგად გამოიყენებდა. საბედნიეროდ ფეხბურთობა არ გადაწყვიტა, რადგან ჩოგბურთში ვხედავთ რასაც მიაღწია“, - თქვა მოურინიომ.