ბელგიური „გენტი“ ახალი სეზონისთვის აქტიურად ემზადება და ლამის ყოველდღიურ რეჟიმში სპარინგებს ატარებს, ოღონდ სამოყვარულო გუნდების წინააღმდეგ.
ქართველების გუნდი დღეს „დიკელვენს“ დაუპირისპირდა და 6:0 დაამარცხა. გიორგი ბერიძემ დუბლი გაიფორმა და საინტერესოა, რომ ამისთვის სულ რაღაც 1 წუთი დასჭირდა.
თანაც, უკვე მეო-4 წუთზე ჰქონდა დუბლი მითვლილი. გიორგიმ ერთწუთიან ინტერვალში, მე-3 და მე-4 წუთებზე ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი.
ცნობისთვის, გუშინ „გენტმა“ კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ბერიძემ იმ მატჩშიც დუბლი გაიფორმა, ერთიც ქვილითაიამ გაიტანა.