სხვა

18:05 | 27.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

IOC-ის გადაწყვეტილება მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირების თაობაზე
ისინი ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ჩატარდება

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) სესიამ ერთხმად დაამტკიცა IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია, შეეჩერებინათ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციის (AIBA) IOC-ში წევრობა.

გარდა ამისა, სესიაზე დაამტკიცეს IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც IOC-ის სპეციალურმა კომისიამ ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის (FIG) პრეზიდენტის მორინარი ვატანაბეს ხელმძღვანელობით უნდა ჩაატაროს ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები, ასევე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების მოკრივეთა ტურნირი.

IOC-ის აღმასრულებელი საბჭოს მაისის რეკომენდაციით, AIBA-ს IOC-ში შეუჩერდა წევრობა, მაგრამ ოლიმპიურ პროგრამაში შენარჩუნდა კრივი.

ამასთან ირკვევა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის ჩატარებას გეგმავს გაისად თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ლონდონში, ხოლო მსოფლიოს საკვალიფიკაციო ტურნირი იგეგმება მაისში, იაპონიაში.

www.geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134886