კალათბურთი

14:23 | 24.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალი შეივსო

22 და 23 ივნისს გაიმართა Junior NBA-GBF ლიგის პლეი ოფის თამაშები. აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციებში მეოთხედფინალები და ნახევარფინალები ჩატარდა, რომელთა შედეგადაც გაირკვა იმ საუკეთესო გუნდების ვინაობა, რომლებიც Junior NBA-GBF ლიგის 2019 წლის საუკეთესო გუნდის გამოსავლენად იბრძოლებენ. ოთხთა ფინალში გავიდნენ ზაზა, იბერი, ქუთაისი 1 და ზაზა 3.

ამ გუნდებმა წარმატებით განვლეს ჯგუფური ეტაპი და რაც მთავარია, პლეი ოფის მატჩები. ზაზას აკადემიის პირველმა გუნდმა აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალში “თავდაცვას” დამაჯერებლად – 29:13 სძლია, რის შემდეგაც ნახევარფინალში “ჰიუნდაის” 11 ქულით მოუგო და კონფერენციის ფინალში “იბერს” შეხვდება. თავის მხრივ “იბერმა” პლეი ოფის პირველ წრეში ჯერ “თელავი 2”-ს არ დაუტოვა შანსი (62:17), შემდეგ კი “რუსთავს”, რომელიც 48:28 დაამარცხა.

დასავლეთ კონფერენციიდან ოთხთა ფინალში “ქუთაისი 1” და “ზაზა 3” გავიდნენ. ორივე გუნდმა იოლად გაიარა როგორც ჯგუფური ეტაპი, ისე პლეი ოფის 2-2 მატჩი. მეოთხედფინალში ქუთაისური დერბი შედგა, რომელშიც პირველმა გუნდმა მეორეს 25 ქულით სძლია, ხოლო ნახევარფინალში ქუთაისელებმა “საჩხერეს” 46:22 აჯობეს. ზაზას აკადემია Junior NBA-GBF ლიგაში არაერთი გუნდით იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი – “ზაზა 3” აღმოსავლეთ კონფერენციაში ასპარეზობდა. ამ გუნდმა წარმატებით გაიარა გზა დასავლეთის ფინალამდე და ამით Junior NBA-GBF ლიგის ოთხთა ფინალში მოხვდა, სადაც დიდ ფინალში გასასვლელად “ქუთაისი 1”-ს შეხვდება. ოთხთა ფინალის მეორე წყვილი კი აღმოსავლეთის ორმა საუკეთესომ – “ზაზა 1”-მა და “იბერმა შეადგინეს.

4 საუკეთესო გუნდი თბილისში შეიკრიბება, სადაც 26 ივნისს, ოლიმპიურ სასახლეში ნახევარფინალებს ითამაშებენ, ხოლო Junior NBA-GBF ლიგის ჩემპიონი 27 ივნისს გამოვლინდება.

www.gbf.ge

თეგებიJunior NBA-GBF ლიგა
0.128877