JudoKids ფუნქციონირებას დუშეთის მუნიციპალიტეტშიც იწყებს. საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ძალისხმევით, დღეს ჟინვალის საბავშვო ბაღში JudoKids-ის სექცია გაიხსნა.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ათაბეგაშვილმა, ვიცე-პრეზიდენტმა ზაზა გულბიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის სპორტის სამსახურის უფროსმა ლევან შერმადინმა ჟინვალის საბავშვო ბაღს ტატამი, ხოლო ბაღის აღსაზრდელებს კიმონოები გადასცეს.