სხვა

20:20 | 14.06.2019 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის თასი ტყვიის სროლაში

19-21 ივნისს ნინო სალუქვაძის ტირში ტარდება თბილისის თასის გათამაშება ტყვიის სროლაში უფროსებსა და ახალგაზრდებში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის და ქუთაისის გუნდები.

თუმცა შეჯიბრებაში არ გამოვა ის ოთხეული, რომელიც მეორე ევროპულ თამაშებში იასპარეზებს მინსკში: ნინო სალუქვაძე, ნინო ხუციბერიძე, ცოტნე მაჭავარიანი და მწვრთნელი ლევან ქადაგიძე. ისინი 19 ივნისს მიფრინავენ მინსკში.
19 ივნისი: ქალები, საკვალიფიკაციო ეტაპი
20 ივნისი: ვაჟები, საკვალიფიკაციო ეტაპი
21 ივნისი: შერეული წყვილები, დაჯილდოება

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.132945