როლან გაროსის ნახევარფინალში ერთმანეთს რაფაელ ნადალი და როჯერ ფედერერი დაუპირისპირდებიან.
¼-ფინალში ნადალმა კეი ნიშიკორი იოლად 6:1, 6:1, 6:3 დაამარცხა. როჯერმა კი თავის თანამემამულეს სტანისლას ვავრინკას 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოუგო. შეხვედრა სამ საათსა და 40 წუთს გაგრძელდა. ფედერერმა პირველი ტაი-ბრეიკზე 7:4 იმარჯვა, მესამე სეტში კი როჯერმა 7:5 მოიგო.
ურთიერთშეხვედრებში ნადალს როჯერს 23:15 უგებს. გრუნტის საფარზე ესპანელის სასარგებლოდ 12:2-ია.