ჩოგბურთი

14:53 | 3.10.2014 | ნანახია [] - ჯერ

ჩინეთში ნოვაკ ჯოკოვიჩი ენდი მარეის დაუპირისპირდება

პეკინში მიმდინარე China Open-ზე მამაკაცთა შორის პირველი ნახევარფინალის წყვილი გამოვლინდა. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი, ბრიტანელ ენდი მარეის დაუპირისპირდება.

ნოლემ რეიტინგის მე-10 ნომერი ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი დაამარცხა (6:2, 6:4). პირველ სეტში სერბმა 2 ბრეიკი შეასრულა და სეტი მარტივად მოიგო. მეორე სეტიც ნოვაკმა დაძაბვის გარეშე მოიგო. სერბმა 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა, ბულგარელმაც 2 ეისი მოაწოდა და 3 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მატჩი საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.

ბრიტანელმა ენდი მარეიმ წლევანდელი US Open-ის გამარჯვებული, ხორვატი მარინ ჩილიჩი დაამარცხა (6:1, 6:4). ენდიმ ჩილიჩის ზედიზედ 10-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. პირველი სეტში 1:1-ზე მარეიმ შეძლო ზედიზედ 5 გეიმის მოგება. მეორე სეტში 5:4-ზე ბრიტანელის სასარგებლოდ, ენდიმ ბრეიკი შეასრულა და ნახევარფინალში გავიდა. ბრიტანელმა 5 ეისი ჩააწოდა და 1 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ხორვატმა 1 ეისი მოაწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა.

ნოლე და ენდი ერთმანეთს 21-ჯერ დაუპირისპირდნენ, სერბმა 13 შეხვედრაში იმარჯვა, ხოლო მარეიმ 8-ში.

მატჩი ხვალ თბილისი დროით 08:30 საათზე დაიწყება


0.103611