ფეხბურთი

18:03 | 25.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგა თბილისში

ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველი გათამაშება დაიწყო. დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე, ჯგუფური ეტაპის მატჩები მიმდინარეობს. გათამაშების დაწყებამდე გახსნის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. დამსწრე საზოგადოებას ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტმა მატეუშ ვიდლაკმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ნიკოლოზ ჯღარკავამ მიმართეს.

მატეუშ ვიდლაკი - ევროპის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაციის პრეზიდენტი: "მოხარული ვარ, რომ დღეს საქართველოში ვიმყოფები და ამპუტანტ ფეხბურთელთა ჩემპიონთა ლიგის პირველ გათამაშებას ვესწრები. ძალიან ვამაყობ ჩვენი ფედერაციებით, ასევე ევროპის ამპუტანტთა ფეხბურთის ფედერაციითა და იმ წინსვლით, რომელსაც ამპუტანტთა ფეხბურთმა ევროპაში ბოლო წლებში მიაღწია.

ჩვენ ვქმნით ისტორიას. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად და უეფას მხარდაჭერით ჩვენ შევძელით ამ ღონისძიების ორგანიზება, ახალი კლუბებისა და ტურნირების ჩამოყალიბების წახალისება და ამპუტანტთა ფეხბურთში ახალი მოთამაშეების ჩართვა. ჩვენი მთავარი მიზანი განვითარებაა. ჩემპიონთა ლიგის პროექტიც ყოველწლიურად გაფართოვდება."

ნიკოლოზ ჯღარკავა - ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი: "ჩვენი ფედერაციისთვის, ფეხბურთის მოყვარულებისთვის, 25 მაისი გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ეს თარიღი განსაკუთრებით ემოციურია იმ მოთამაშეებისთვის, ვინც ამ ისტორიული გათამაშების მონაწილეა. დღეს ამაყია თითოეული ის ადამიანი, ვინც თუნდაც მცირეოდენი წვლილი შეიტანა ამ გათამაშების ორგანიზებაში. მიხარია, რომ თბილისი, ჩვენი ქვეყანა, ახალი, დიდი ისტორიის ნაწილი გახდა.

დღეს, ევროპის სპორტულ რუკაზე, ჩვენი დედაქალაქი ახალი მასშტაბით დაფიქსირდა. სპორტში განსაკუთრებულ ადგილს მოტივაცია იკავებს, რომელსაც ამ შემთხვევაში ფეხბურთელები გასცემენ. მადლობა ამპუტანტ ფეხბურთელთა ევროპის ფედერაციას, უეფას, რომელიც ამ მიმართულებით მუდმივად ზრდის მასშტაბს და რა თქმა უნდა, თითოეული გუნდის მოთამაშეს,რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული სტუმარია."

ჩემპიონთა ლიგის ტიტულისთვის თბილისში სულ ექვი კლუბი იბრძვის: თბილისი (საქართველო), ევერტონი (დიდი ბრიტანეთი), კორკ სიტი (ირლანდია), ლეგია ვარშავა (პოლონეთი), ორტოტეკ გაზილერი (თურქეთი), დინამო ალტაი (რუსეთი).

თბილისი - დინამო ალტაი 1:6

თბილისი: ჩადუნელი,სამხარაძე,ჩაჩანიძე,შატვეროვი,მუმლაძე,შაუმიანი,ბაბუციძე.

სათადარიგო:უჩავა,გელაშვილი,დუმბაძე,ორობინსკი,მეგრელიშვილი,გოგიტიძე.

მთავარი მწვრთნელი: თამაზ შამუგია

დინამო: ოშეპკოვი, კრივოლუცკი,შუკუროვი,ჟილინი,აბდურახმანოვი. გოტოვსკი,

სათადარიგო: ტელუხი, მოშკინი, ასტაპენკო, კინაკინი.

მთავარი მწვრთნელი: სერგეი კვასოვი

გოლები: შატვეროვი (7) - აბდურახმანოვი (4,11), ოდოლოვი (12,23,25), კინაკინი (49)

ევერტონი - ლეგია 1:2

ევერტონი: გრეისი, ჯონსონი, ჰილდი, ტვიდი, ოკი, რამსდენი, სეპტონი.

სათადარიგო: მიკელი, ბრიტლსი, რაიმსი, ვოლფენდენი

მთავარი მწვრთნელი: მარკ დოლანი

ლეგია: პოპლავსკი, ბამგბოპა, კოზუჩი, სტანეცკი, კრშჟიშეკი, კაბალა, კუსინსკი.

სათადარიგო: ზდზიბორსკი, ვიკროტა, ზებროვსკი, კლესნიაკი, კარშევსკი.

მთავარი მწვრთნელი: მატეუშ სჩეპანიაკი

გოლები: ჯონსონი (14) - სტანეცკი (37) - კოზუჩკი (44)

ტურნირის სრული განრიგი:

25 მაისი

17:00 თბილისი - კორკ სიტი
18:15 ევერტონი - ორტოტეკ გაზილერი

26 მაისი

10:00 პირველი ნახევარფინალი
11:30 მეორე ნახევარფინალი
13:00 მატჩი მეხუთე ადგილისთვის
14:30 მატჩი მესამე ადგილისთვის
16:00 ყველა ვარსკვლავის მატჩი
17:00 ფინალი
18:15 დახურვის ცერემონია

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114427