სხვა

11:23 | 17.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნაცუ ბაშოზე გაგამარუმ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა (+VIDEO)

ნაცუ ბაშოს მეექვსე საშეჯიბრო დღეს მორიგი გამარჯვება მოიპოვა თეიმურაზ ჯუღელმა. გამაგარუ ჯურიოს ერთ-ერთ ლიდერ იუტაკაიამას დაუპირისპირდა და ჩვენებურმა მისი დამარცხება ადვილად, ჰატაკიკომის ილეთით მოახერხა.

ქართველმა გოლიათმა უპირატესობა შეტაკებისთანავე მიპოვა და მეტოქე დოჰიოს ცენტრში ადვილად დასცა.

ამრიგად, გაგამარუს მიმდინარე ბაშოზე 4 მოგების საპირისპიროდ 2 მარცხი აქვს და დადებითი ბალანსის (კაჩი კოში) გასანაღდებლად, დარჩერნილი 9 ორთაბრძოლიდან მინიმუმ ოთხის გამარჯვება მართებს.

აქვე გეტყვით, რომ ჯუღელის ხვალინდელი მეტოქე მიტორიუ იქნება. ხსენებული წყვილი აქამდე ერთმანეთს 5-ჯერ შეხვედრიან და ამ მხრივ მონღოლს მინიმალური უპირატესობა აქვს, 3 მოგება 2 მარცხის წილ. მიმდინარე ბაშოზე კი ჯურიოს მეცხრე ნომერს - 2 გამარჯვების საპირისპიროდ 4 მარცხი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124714