ფეხბურთი

21:21 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის "დინამომ" ლიდერობა დაკარგა

თბილისის „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამო“ „კატა-თაგვობანა“ გრძელდება. უკვე მერამდენე ტურია გუნდები ლიდერობას ერთ ტურზე დიდხანს ვერ ინარჩუნებენ. წინა ტურში აჭარლებმა გადაასწრეს მოქმედ ჩემპიონს, ახლა - პირიქით.

„საბურთალომ“ გუშინ ქუთაისის „ტორპედოს“ აჯობა და ბათუმის „დინამომ“ დღეს საკადრისი პასუხი ვერ გასცა კონკურენტს. გორის „დილამ“ დაამტკიცა, რომ ბოლო დროს კარგ ფორმაშია და ამჯერად გია გეგუჩაძის გუნდს აჯობა.

თამაში არ იყო მეტად სანახაობრივი და ძირითადად ბრძოლაში გაილია 90 წუთი. თუმცა, საგოლე შანსი ორივე გუნდს ჰქონდა და განსაკუთრებით მამუჩაშვილს, რომელსაც ხარიხამ შეუშალა ხელი. ვერ გაიტან, გაგიტანენო და ასეც მოხდა. 76-ე წუთზე ალვინ ფორტესმა ინდივიდუალურად ბრწყინვალედ ითამაშა საჯარიმოში, ლაშა ჩალაძეს გასცდა და დიდიე კოუგბენიას ცარიელი კარის წინ გოლის გატანის გარდა, სხვა არაფერი დარჩენოდა.

„დინამომ“ დარჩენილ დროში რაღა თქმა უნდა, სცადა თუნდაც ქულის გადარჩენა, მაგრამ ამაოდ - ანგარიში აღარ შეცვლილა.

ამრიგად, „საბურთალომ“ ცხრილის სათავეში მოექცა მე-13 ტურის შემდეგ 27 ქულით, ხოლო ბათუმის „დინამოს“ ორით ნაკლები აქვს და მეორე საფეხურზეა. გორის „დილა“ ჯერჯერობით ვერ მოსცილდა მეშვიდე პოზიციას, მაგრამ გიორგი დეკანოსიძის გუნდი მეთოდურად უახლოვდება ხუთეულს.

დღესვე, ვარლმა კილასონიას „რუსთავმა“ მორიგი წაუგებელი მატჩი ჩაატარა და „ჩიხურას“ არ დაანება გამარჯვება (0:0).

„დილა“ – „დინამო“ (ბთ) 1:0 )(0:0)

გოლი: 1:0 კოუგბენია (76)

„ჩიხურა“ – „რუსთავი“ 0:0 (0:0)

0.135547