ფეხბურთი

13:45 | 15.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

პირველი ტესტ-მატჩი შვეიცარიასთან

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა შვეიცარიაში. გიორგი ჩიტაურის გუნდმა შეხვედრა კარგად დაიწყო და 30-ე წუთზე გიორგი აბუაშვილის გოლითაც დაწინაურდა.

პირველი ნახევარი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მეორე ტაიმში მომენტები ორივე კართან შეიქმნა, თუმცა მასპინძლებმა დასკვნით 10 წუთში შეცდომებით ისარგებლეს და თამაშის შემოტრიალება შეძლეს - 3:1.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა: შურღაია, აბჟანდაძე, სალუქვაძე, ხვადაგიანი, ჩხეტიანი, ო. მამაგეიშვილი, გვიშიანი, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი, აბუაშვილი, იობაშვილი.

შეცვლაზე შევიდნენ: გეგიაძე, ზოსიაშვილი, უგრეხელიძე.

მეორე ამხანაგურ მატჩს გუნდები 16 მაისს ჩაატარებენ.

www.gff.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121671