ქალთა ფეხბურთისგან განსხვავებით, იტალიურ ქალთა ფრენბურთში ჭეშმარიტად დიდი გამოღვიძებაა და ეს იტალიელი გოგონების ევროპის მასშტაბის წამატებებითაც დასტურდება. თუმცა ალბათ ხვდებით, რომ ამჯერად იტალიელი ფრენბურთელი ქალები სულ სხვაგვარი კუთხით უნდა წარმოგიდგინოთ.
მას შემდეგ, რაც იტალიის პატარა ქალაქ კონელიანოს ფრენბურთელ ქალთა კლუბი აპენინების ჩემპიონი შეიქნა, გოგონებმა გამარჯვება მეტად თვალსაამოდ აღნიშნეს და შამპანურის სმის გარდა, მათ მიერ დამსახურებულად მოპოვებულ თასთან ჩახუტებულებმა სრულიად შიშვლებმა გადაიღეს ფოტოები.
ჩვენს მიერ წარმოდგენელ ფოტოებზეც კარგად ჩანს, რომ გამარჯვებით აღტაცებულ დედიშობილა ფრენბურთელებს არანაირი კომპლექსი და შეცბუნება არ ეტყობათ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ გოგონებს შემდგომი წარმატებების კიდევ უფრო მეტი ეპატაჟურობით აღნიშვნაც ძალუძთ. ჩვენც ეს გვინდა!...