თამაშგარე

11:20 | 7.05.2019 | ნანახია [] - ჯერ

ფეხბურთელების მოყვარული ელიზაბეტ რეიესი

ესპანელ ლამაზმანს, ელიზაბეტ რეიესს როგორც ჩანს ფეხბურთელებთან თანაყოფის გარეშე სიცოცხლე არ ძალუძს. აბა სხვაგვარად როგორ უნდა შევაფასოთ მისი დაუოკებელი მისწრაფება იმისაკენ, რომ ქმრებად თუ საყვარლებად მაინცდამაინც თანამემამულე ფეხბურთელები ჰყავდეს.

ელიზაბეტის ამჟამინდელი ქმარი საფეხბურთო კლუბ “კადისის“ ფეხბურთელი სერხიო სანჩესია, რომელთანაც რეიესს ერთი შვილი ეყოლა. თუმცა, სანამ ექვსი წლის წინ სანჩესს შეხვდებოდა, ამ ქალბატონის ტრფიალებას ლეგენდარული ესპანელი ფეხბურთელი სერხიო რამოსი და მისი თანამემამულე ალექს რუანო ეზიარნენ.

32 წლის მოყრილი ელიზაბეტ რეიესი იყო დრო, როდესაც “მის ესპანეთადაც“ კი იწოდებოდა და მისი პოპულარობა და აღმასვლაც სწორედ იმ აღიარების შემდეგ დაიწყო. მართალია რეიესის ქალი ამჟამად გათხოვილ მდგომარეობაშია, მაგრამ მისი ტრფიალების მასშტაბებს რომ გავყვეთ, მომავლის განჭვრეტა ვანგასაც კი გაუჭირდებოდა.

0.145861