ინგლისის ლიგა 1-ის (რანგით მესამე დივიზიონი) კალენდარული მატჩი „პლიმუთსა“ და „სკანთორპს“ შორის ყურადღების ქვეშ მოექცა, რადგან შეხვედრის მე-60 წუთზე სკანდალურ ეპიზოდს ჰქონდა ადგილი (იხილეთ მომენტი ვიდეოში 01:00 წუთიდან).
იმ დროისთვის მასპინძლები იგებდნენ (2:1) და მეკარე მეტ მეისმა ტრავმა მიიღო. როგორც ასეთ დროს ჩვეულებრივ ხდება, მეკარემ სამედიცინო დახმარება მოითხოვა და თამაშის შეჩერების მიზნით ბურთის მოედნის ფარგლებს გარეთ გადაგდება სცადა. თუმცა, სანამ ბურთი აუტში გადავიდოდა, „სკანთორპის“ ფეხბურთელმა ჯოშ მორისმა მოიხელთა და ფეირ-პლეის პრინციპიები საერთოდ დაივიწყა. კარში დაარტყა და ტრავმირებულ მეკარეს ბურთი თავზე გადაუდო - შედეგად, ანგარიში გათანაბრდა.
მეისი სულაც არ სიმულირებდა, ტრავმა მართლაც აწუხებდა და თამაში ვეღარ გააგრძელა. „პლიმუთმა“ კი 70-ე წუთზე გრემ კეირის გოლით გამარჯვება მაინც მოიპოვა (3:2).