სექსუალური, უბერებელი, დიდებული და გავაგანიერი ამერიკელი მომღერალი და მსახიობი ჯენიფერ ლოპესი ერთ დროს ჩვენი პლანეტის უპირველს სექს-სიმბოლოდ ითვლებოდა. უნდა ითქვას, რომ დროთა მდინარებისა და რამდენიმე უიღბლო ქორწინების მიუხედავად, ლოპესის ქალი კვლავინდებურად ინარჩუნებს პოპულარობასაც და საზოგადო ინტერესსაც.
ბოლო ერთი თვეა, ჯენიფერ ლოპესი ამერიკის ბულვარული მედიის ფურცლებიდან არ ჩამოდის და ამის მიზეზი, ბეისბოლის ყოფილ მოთამაშესთან, ალექს როდრიგესთან გაჩაღებული და იგივე ბულვარული მედიის მიერ უკვე მრავალგზის გამხელილი ტრფიალებაა.
ჯენიფერ ლოპესი სპორტის სახებებიდან ყველაზე მეტად სწორედ ბეისბოლითაა გატაცებული და იგი მუდამ ემეგობრებოდა მოქმედ თუ ყოფილ მოთამაშეებს. ალექს როდრიგესთან რომანიც როგორც ჯენიფერი ამბობს მეგობრობით დაიწყო და ბოლოს ისეთი ამბებით დასრულდა, ეგ რომ აღვწეროთ, აქ ჩამოგვირისტებულ სიტყვათა კონას +18-იც უნდა მივაწეროთ.