ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრების წევრი ჰარვი ელიოტი 16 წლის და 30 დღის ასაკში პრემიერლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგარზდა ფეხბურთელი გახდა. "ფულჰემის" შემტევმა ინგლისის ჩემპიონატში პირველი მატჩი "ვულვზთან" (0:1) ჩაატარა. ჰარვიმ ასევე "ფულჰემის" ყოფილი ფეხბურთელის მეთიუ ბრიგსის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც პრემიერლიგაში პირველი მატჩი 16 წლის და 65 დღის ასაკში ჩაატარა.
ელიოტმა მიმდინარე სეზონში პირველი გუნდის რიგებში ინგლისის თასზეც იასპარეზა, 18-წლამდელთა გუნდში კი 12 მატჩში ხუთი გოლი გაიტანა. ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებში ჰარვის დებიუტი 15 წლისას ჰქონდა და ხუთ შეხვედრაში ორჯერ შეძლო თავის გამოჩენა.