გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია ტიტულის გარეშე დარჩნენ. ბელგიის თასის ფინალში „გენტი“ „მეხელენს“ დაუპირისპირდა და მარცხი განიცადა.
32-ე წუთზე დომპეს გოლით იეს თორუპის გუნდი დაწინაურდა, მაგრამ პირველივე ტაიმში გაუშვა პირველი გოლი, ხოლო 62-ე წუთზე მერას გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა და „მეხელენმა“ ბელგიის თასი მოიგო.
სეზონის უმთავრეს მატჩში არ უთამაშია გიორგი ჩაკვეტაძეს, რომელიც ტრავმირებულია, ხოლო გიორგი ქვილითაია 90 წუთის განმავლობაში გაისარჯა, მაგრამ საკუთარი გუნდი მარცხისგან ვერ დაიხსნა.
ამრიგად, „გენტის“ ქართველებმა ბელგიურ კარიერაში სადებიუტო ტიტულის მოგების ჩინებული შანსი დაკარგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქვილითაია მაინც გვეყოლება მჭედლიძესთან ერთად 7-ში გიბრალტართან
ხალხი უშეშოდ დარჩა
სავარაუდოდ უკვე აღარ გამოვა მისი ტრანსფერი ტოპ ლიგაში და მომდევნო წელსაც გენტში გაატარებს.
სეზონის ჩაგდების მერე მწვრთნელს გაუშვებენ და მისსავე მოყვანილ სორლოტსაც მიაყოლებენ უკან.
ამიტომ, ვფიქრობ საგანგაშო არაფერი მომხდარა. ერთი 2 თვით ადრე გაეკეთებინა ოპერაცია კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლაც არაუშავს. შემდეგი სეზონიდან ორივეს ძირითადში ველოდები და იმედია წარმოაჩენენ თავს უკეთ.
ბელგიის ჩემპიონატი არ არის ხელწამოსაკრავი. მიუხედავად იმისა, რომ ბელგის ტოპ 5 გუნდი საკმაოდ ჩამოუვარდება თუნდაც რუსეთის ტოპ 5 გუნდს, მაინც იქ თამაში ჯობია.
ჩაკვეტაძეც ყენიას და მჭედლიძის გზას დაადგა მგონი