ბელგიის იუპილერ ლიგის მორიგ ტურში „გენტი“ „გენკს“ უმასპინძლებს და უკვე ცნობილია იეს თორუპის მიერ შერჩეული განაცხადი.
ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადშია. არადა, თითქოს, ტრავმა ჰქონდა და მიმდინარე სეზონში ვეღარ უნდა ეთამაშა. როგორც ჩანს, სხვაგვარი სიტუაციაა.
ჩაკვეტაძის გარდა, განაცხადშია გიორგი ქვილითაიაც, რომელიც „ბუფალოს“ ძირითად შემადგენლობაში იშვიათად ხვდება.
„გენტისა“ და „გენკის“ შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 22:30 საათზე გაიმართება. უნდა აღინიშნოს, რომ „გენტს“ გაცილებით მნიშვნელოვანი და საერთდაც, სეზონის მთავარი მატჩი 1-ელ მაისს, ბრიუსელში, „მეხელენთან“ ელოდება, რომელსაც ბელგიის თასის ფინალში დაუპირისპირდება.