კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მეცხრე ტურში გორის "დილამ" "რუსთავი" 2:1 დაამარცხა და წარუმატებელი სერია შეწყვიტა. შიდაქართლელებმა ბოლო ოთხი მატჩი წააგეს, მათ შორის ერთი საქართველოს თასზე.
განვლილ მატჩში ანგარიში გურამ გოშთელიანმა" 33-ე წუთზე ალვინ ფორტესის გადაცემის შემდეგ გახსნა და მასპინძლები დააწინაურა, თუმცა რუსთაველებმა 64-ე წუთზე წონასწორობა თემურ ჩოგაძის გოლით შეძლეს. "დილას" კი გამარჯვება ფორტესმა მოუტანა, რომელმაც 75-ე წუთზე გოშთელიანის პასის შემდეგ გამოიჩინა თავი.
"რუსთავს" მიმდინარე სეზონში გამარჯვება არ აქვს და მხოლოდ სამი ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება. "დილამ" კი მეორე გამარჯვება მოიპოვა და რვა ქულით მერვე პოზიციაზეა.