ფეხბურთი

15:35 | 19.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძე: "ბელგიის თასის ფინალში გოლის გატანა და ტიტულის მოგება მინდა"

საქართველოს ნაკრების და ბელგიური „გენტის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე იმედოვნებს, რომ მიმდინარე სეზონში ბელგიის თასს მოიგებს. 19 წლის ქართველის განცხადებით, „ანდერლეხტთან“ 21 აპრილს გასამართი მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ თასის ფინალში გოლის გატანაზე ოცნებობს.

„მე დავბრუნდი და მინდა მოვიგო ტიტულები. „ანდერლეხტთან“ მატჩი მნიშვნელოვანია, მაგრამ ვოცნებობ თასის ფინალში გოლის გატანაზე, ეს ჩემი პირველი ტიტული იქნებოდა“, - ციტირებს ჩაკვეტაძის სიტყვებს Walfoot.be.

აქვე გეტყვით, რომ ჩაკვეტაძის „გენტი“ ბელგიის თასის ფინალშია გასული, სადაც „მეხელენს“ ტიტულისთვის დაუპირისპირდება. ეს შეხვედრა სულ მალე, 1-ელ მაისს, ბრიუსელში გაიმართება.

შეგახსენებთ, დღესვე, ბელგიურ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომლის თანახმადაც, გიორგი „გენტთან“ კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე ახანგრძლივებს.

0.117707