ბულვარული მედიის კორიფეებმა რამდენიც კი არ უნდა წერონ და იძახონ ირინა შეიკსა და ბრედლი კუპერს შორის მუქი ფერის მჩახავანა არსებამ გაირბინაო, ფაქტია, რომ ეს წყვილი დაწყებული პლაჟიდან და დამთავრებული ფეშენ-რესტორნით, ყველგან ერთად ჩნდება და არც საჯაროდ მტლაშა-მტლუშს იზარებს.
როგორც გახსოვთ, ეპატაჟურობით სახელგანთქმულმა ამერიკელმა მომღერალმა ლეიდი გაგამ ბრედლი კუპერისადმი ვნება და ტრფიალი საჯაროდ დააფიქსირა და ისიც დაამატა, რომ მისდამი გულგრილი არც მსახიობი იყო. ეს ამბები ცხადია ირინა შეიკს არაფრის დიდებით მოეწონებოდა.
პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანუ რონალდუსთან განშორებისა და ბრედლი კუპერთან ხვანცალის შემდეგ, ბევრი იძახდა, რომ ირინა შეიკს მსახიობთან დიდი ხნით თანაცხოვრება გაუჭირდებოდა და ამას კუპერის მექალთანეობაც ემატებოდა. თუმცა, ჯერჯერობით რუს-თათარი ლამაზმანი ამ ჭორებს არ ამართლებს.