ყაზახეთის პრემიერლიგის მეხუთე ტურში ნიკა კვეკვესკირმა გოლის გატანა მოახერხა. „ტობოლი“, რომელმაც სეზონი შესანიშნავად დაიწყო „ოკჟეტპესს“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.
ანგარიში სწორედ ქართველმა ნახევარმცველმა გახსნა. 41-ე წუთზე შეტევა მოედნის ცენტრიდან დაიწყო და საჯარიმოს მისადგომებთან კარგად გაიხსნა. შედეგად, დარტყმაც კარგად შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა.
ნიკამ 87-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო ჯაბა კანკავა მოედანზე შეუცვლელად იმყოფებოდა.
„ტობოლს“ 5 ტურის შემდეგ 15 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს.