ფეხბურთი

17:37 | 12.11.2014 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: “ქეცბაია უნდა გადადგეს”

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია ორშაბათს სპორტულ გადაცემა “არენაში” გახლდათ მიწვეული. მისმა გამოსვლამ დიდი ინტერესი გამოიწვია არამარტო გულშემატკივრებში, არამედ საფეხბურთო სამყაროშიც.

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან კობიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით თემურ ქეცბაიას საჯარო გამოსვლას გამოეხმაურა.

“საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რომ იტყვის ქართული ფეხბურთი მოკვდაო, ქართულ ფეხბურთს გაპარტახებულს უწოდებს, თავის ქვეყანას და ხალხს ეუბნება აქ სად ჩამომიყვანეთო, იმ წამსვე უნდა დატოვოს ნაკრები და წავიდეს.”

“სხვა შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და გაათავისუფლოს. თუ ასე არ მოიქცევა ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა, ესეიგი ისინიც იზიარებენ ნაკრების მწვრთნელის მოსაზრებას”,- აღნიშნავს ლევან კობიაშვილი.

0.119702