ფეხბურთი

10:17 | 5.04.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჰუნტელარის 100 აიაქსური

„აიაქსის“ შემტევმა, კლას-იან ჰუნტელარმა, ერედივიზიონის ბოლო მატჩში, „ემენს“ (5:2) ერთი გოლი გაუტანა, რომელიც 35 წლის თავდამსხმელისთვის მე-100 აღმოჩნდა ამსტერდამული კლუბის მაისურით ჰოლანდიის ჩემპიონატში.

ამრიგად, ჰუნტელარი მესამე ფეხბურთელი გახდა, ვინც ამ ნიშნულს უწია. მასზე მეტი მხოლოდ დენის ბერხკამპს (102) და მარკო ვან ბასტენს (129) გაუტანიათ.

ჰუნტელარი პირველად „აიაქსში“ 2006 წელს გადავიდა და ორი სეზონის 92 შეხვედრაში, 76 -ჯერ გამოიჩინა თავი. შემდეგ ცხრა წელიწადს უცხოეთში თამაშობდა - „რეალში,“ „მილანსა“ და „შალკეში.“ 2017-ში კი „აიაქსში“ დაბრუნდა.

0.11661