ფეხბურთის ახალი თაობის ქომაგებს შესაძლოა არც კი ახსოვდეთ ხორვატიის ნაკრების ყოფილი მობურთალი დინო დრპიჩი, მაგრამ საქმე იქითკენ მიდის, რომ ნამდვილად უნდა იცოდნენ დინოს გადარეული ცოლის მოდელ ნივეს ცელსიუსის შესახებ, რომელიც ხორვატიის ნაკრების თავგამოდებული ქომაგია და ამასთან ერთად, ქმრის ჩუმჩუმად სხვა ფეხბურთელსაც ქომაგობს.
თუმცა რაღა ჩუმად, როდესაც ნივეს ცელსიუსს არაერთხელ უთქვამს, რომ ხორვატიის ნაკრების ქომაგობის პარალელურად, საფეხბურთო კლუბებიდან განსაკუთრებით მადრიდის “რეალი“ მოსწონს, ფეხბურთელებიდნა კი სერხიო რამოსზე გიჟდება. უფრო მეტიც - ნივესს სურს, რომ სერხიო ახლოს გაიცნოს.
ჩვენ აბა როგორ გავიგებთ თუ რა ხდება დინო დრპიჩის გულში, როდესაც მისი ცოლი სერხიო რამოსის მოწონებას სახალხოდ აფიქსირებს და რაც მის გვამ-ჯიგარში ამ დროს დუღს - იმის აღწერაც რთულია. მაგრამ ფაქტი ისაა, რომ სერხიო რამოსის ნივეს ცელსიუსისადმი განსაკუთრებულ ინტერესს უბრალოდ არ იჩენს და ეს თავის მხრივ მრავლისმეტყველი ჟესტია.