მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა უკმაყოფილოა მიმდინარე სეზონში გერმანელი ნახევარმცველის, ტონი კროოსის გარჯით - გვამცნობს El Confidencial.
წყაროს ცნობით, „სამეფო კლუბის“ მამები მზად არიან 29 წლის შუახაზელი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას გაყიდონ. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი მიიღებს.
ამ სიტუაციას თურმე ყურადღებით ადევნებს თვალს „მანჩესტერ სიტი.“ „ქალაქელთა“ დამრიგებელი, პეპ გვარდიოლა პირადად ყოფილა დაინტერესებული გერმანელის თავის გუნდში ხილვით.
მიმდინარე სეზონში კროოსმა „რეალის“ მაისურით 36 მატჩში 1 ბურთი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 80 მილიონი ევროა.
„სამეფო კლუბში“ კროოსი 2014 წლის ზაფხულიდან თამაშობს. „რეალმა“ მასში „ბაიერნს“ მაშინ 25 მილიონი გადაუხადა.