კალათბურთი

10:15 | 22.03.2019 | ნანახია 952 - ჯერ

„გოლდენ სტეიტმა“ და „დენვერმა“ იმარჯვეს

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ექვსი შეხვედრა გაიმართა.

„გოლდენ სტეიტმა“ შინ „ინდიანა“ 112:89 დაამარცხა. „მეომრებმა“ მეტოქე მეორე პერიდში გატეხეს, რის შემდეგაც ინდიანაპოლისელები მდევრი როლში იყვნენ. „ოქროს შტატელებმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშეს. ექვსმა მოთამაშემ მინიმუმ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის ყველაზე მეტი 19 ქულა დემარკუს კაზინსის ანგარიშზეა. ტომპსონი - 18 ქულა, დურანტი - 15, კარი - 15, გრინი - 10. „ინდიანაში“ ტაირიკ ევანსი 20 ქულით საუკეთესო იყო. „გოლდენ სტეიტი“ 49 მოგებით და 22 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში პირველ ადგილზე იმყოფება.

„მეომრების“ უშუალო მდევარმა „დენვერ ნაგეტსმაც“ გამარჯვება მოიპოვა და „ოქროს შტატელებთან“ ჩამორჩენა მხოლოდ ერთი მოგებაა, თანაც დენვერელებს ერთი თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული. „დენვერმა“ ვაშინგტონს“ გასვლაზე 113:108 აჯობა. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა მეოთხე პერიოდის დასაწყისში „დენვერი“ დაწინურდა და დედაქალაქელებმა ანგარიშის გათანაბრებაც კი ვეღარ შეძლეს. „ვაშინგტონში“ 25 ქულით ბრედლი ბილი გამოირჩა. „დენვერმა“ გუნდური კალათბურთი ითამაშა და რვა მოთამაშემ 10 და მეტი ქულა ჩააგდო, ყველაზე მეტი 15 ქულა ხუთმა მოთამაშემ მიითვალა. მათ შორის საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახლდათ, რადგან 15 ქულა, 11 პასი და 6 მოხსნა ჰქონდა.

„შარლოტ ჰორნეტსი“ – „მინესოტა“ 113:106 (25:25, 29:26, 27:27, 32:28)

https://www.youtube.com/watch?v=Wh-OEfI2-ok

„ვაშინგტონი“ – „დენვერი“ 108:113 (30:33, 23:28, 32:24, 23:28)

https://www.youtube.com/watch?v=6mTGiCc3C6o

„ატლანტა“ – „იუტა“ 117:114 (29:28, 36:26, 21:37, 31:23)

https://www.youtube.com/watch?v=R7lxTAOfDeo

„ფინიქსი“ – „დეტროიტი“ 98:118 (32:29, 28:29, 20:29, 18:31)

https://www.youtube.com/watch?v=ObtjPxTttPo

„საკრამენტო“ – „დალასი“ 116:100 (27:29, 26:22, 31:25, 32:24)

https://www.youtube.com/watch?v=CklgRlS25d8

„გოლდენ სტეიტი“ – „ინდიანა“ 112:89 (19:19, 34:24, 35:19, 24:27)

https://www.youtube.com/watch?v=Qfl8wws-Ww0


კომენტარები (24)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:17 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

ალბათ აქ არავინ დამეთანხმება მაგრამ
პროგნოზს გეტყვით რა დასავლეთს წელს ჰიუსტონი იგებს რა ობიექტურად არანაირი მიზეზი არ არსებობს ეს გოლდენი ალბათ დაუმარცხებელ გუნდს გავს მაგრამ იცი რა არის ამ გუნდს ვერ ვატყობ რა მოტივაციას რა კაზინსის გარდა რომელსაც ბეჭედი არ აქვს ვერ ვატყობ რა იმ ჟილკას რა თითქოს უკვე ჩათვალეს რა რო კიდე ერთხელ მოიგეს რა ბეჭედი და იქით კიდე წვერებიანი ისეთ დუხზეა რა თან აი ნაღდად ყველა თამაშს მოსაგებად თამაშობს რა ტიპი აი მართლა ყველაფერს აკეთებს რა ბოლომდე იხარჯება და ეს კიდე მოუმატებს რა თან პოლის იმედიც მაქვს ტრამვა თუ არ მიიღო სერიოზული ძალაა მაგის ინტელქტი და წვერას არანორმალური თამაში ბევრს ნიშნავს რა.ხო კიდე დღეს ჰარდენას რო კითხეს თამშის შემდეგ ისეთი ჟინით უთხრა სულ მოგება მოგებაო ეგ კაცი გამჩერებელი არა .მოკლედ მე დასავლეთში ჰიუსტონს ვამბობ და მოკლედ ჰიუსტონი ტორონტოს ფინალს ვამბობ რა და მანდ კიდე ნაღდად თანაბარი შანსებია

22:49 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ჰიუსტონს ჭირდება ერთი მაღალი დონის 3 ნომერი რომელიც პირველრიგში კარგი დამცველი იქნება და 10-15 ქულასაც სტაბილურად რომ ჩააგდებს.აი იგუდალას სტილის ვინმე.2-3 წლის წინანდელი იგუდალა რომ დაამატო ამ ჰიუსტონს სერიოზულ ბრძოლას აუწევდა გოლდენს.დღეს ვინაა ეგეთი რავიცი ეგრე მარტივად არავინ მახსენდება.კავაი ბატლერი ჯორჯი და ეგეთები ზედმეტია ეგენი სუპერსტარები არიან.

19:38 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

ვაშინგტონის ამბავი კიდე მესმის ვოლი ძალიან დიდი ძალაა გუნდისთვის და მაგრად დაეტყო რა ეს ჰოვრდიც მაინც ძალაა რა ბრაიანტს მაინც ჯობს ყველა ვარიანტში და მარტო ბილი ვერ გაიყვანდა

20:58 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მანამდეც არეული იყო ვოლოს ტრავმამდეც ვაშინგტონი ბევრი წააგეს თავიდანვე

21:23 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

ჩემთვის ელეის მერე ყველაზე დიდი იმედგაცრუება მინესოტა აი მაგ გუნდის ესეთ ჩავარდნას არ ველოდი კარგი სასტავი ყავს რა და ბატლრის წასვლას არ დააბრალოს არავინ ეს ჩავარდნა

22:31 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ნუ დასავლეთში ისეთი გუნდები იყვნენ მინოსეტას მაინც გაუჭირდებოდა პლეიოფი.კლიპერსის ნაცვლად უნდა იყოს ლეიკერსი დანარჩენი ლოგიკურია ყველა

22:33 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

აი ვაშინგტონის პლეიოფს გარეთ დარჩენა ასეთ აღმოსავლეთში ნაღდად გასაკვირია.ვოლი ბილი პორტერი მორისი ჰოვარდი სატორანსკი სერიოზული ძალა უნდა ყოფილიყო იდეაში მითუმეტეს ასეთ აღმოსავლეთში სადაც 4 მაქსიმუმ 5 გუნდი იყო და არის კარგი ინდიანასაც თუ მივათვლით იმ ოთხეულს

18:36 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

10 თამაშით ადრე თეორიული შანსიც აღარ აქვს ლეიკერსს პლეიოფის,რეალურად კი 20 თამაშით ადრეც აღარ ქონდა აღარაფრის შანსი.ასეთ ცუდ სეზონს ნაღდად არ ველოდი.ვაშინგტონი და ლეიკერსი,ეს 2 გუნდი არის ამ სეზონის რეგულარულის იმედგაცრუება.ორივე უნდა შესულიყო პლეიოფში გამომდინარე როსტერიდან

19:43 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

ჰარდენის ბეჭედი არ გამიკვირდება მართალია როგორც გუნდი შარშანდელი ჰიუსტონი ჯობდა და თან წლევანდელი გოლდენი ჯობს შარშანდელს მაგრამ ამ წვერებიანი კაცისგან ყველაფერია მოსალოდნელი

18:33 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ეს ლებრონი აღარ დაიღალა ამდენი წაგებით კიდევ?წინაზე ვთქვი ჯობია დაისვენოს ეს სეზონითქო და მართლაც გამოტოვა 2 თამაში მის შემდეგ დასვენების მიზნით და კიდევ დაისვენებს რამდენიმე თამაშში ალბათ.31-41 რეკორდი არ ეკადრება ცალკე არც ლეიკერსს და ცალკე არც ლებრონს მითუმეტეს ერთად

18:30 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ჰარდენი მთლად გადაირია))ბრავო წვერა ძაან მაგარი სეზონი აქვს მიუხედავად იმისა რომ ცოტ-ცოტა ჩავარდნები ქონდა,ძირითადათ მაშინ როცა ბევრ სამიანს აცილებდა.ბეჭედიც თუ დადო მერე ნახეთ თქვენ))

12:32 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

9 სამიანი ჩააგდო ტიპმა 13 დან 61 ქულა გიჟია ეს ჩემისა

14:07 | 23.03.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

მაგრამ მაინც მაკგიმ გადაფარა თავისი 33/20 ქულა-მოხსნით

14:20 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

მაკგიმ კარიერის საუკეთესო თამაში დადო დდდდ

12:10 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

ბაბუ პერეს ერთ რამეში ნაღდად ცდები კლეის წასვლა გოლდენიდან შეგიძლია გამორიცხო

12:07 | 23.03.2019
კართაგენი28 (12606)

არავინ იცის მომავალ წელს ლეიკერსი რა კამანდა იქნება და გაიწევს თუ არა ჩემპიონობაზე მაგრამ ერთი რამე ნაღდად ვიცი რო ეს წვერებიანი გიჟი ულაპარაკო მვპ ია წელს ტიპი არარეალურ რაღაცეებს აკეთებს რა პროსტა ისეთ შოუებს დგამს მარტო მაგის ხათრით უნდა უყურო რა ჰიუსტონის თამაშს არ ვიცი ფლეი ოფში რა შანსი აქვს ჰიუსტონს მაგრამ ამ წვერებიანისგან ყველელაფერია მოსალოდნელი საოცარ მონდომებას და მოტივაციას ვხედავ მაგის ყველა თამაშში

07:55 | 23.03.2019
zviadi-shxefi (6306)

ყველას კი არა დღევანდელ ლიდერებს ვადარებ და ლებრონს უკვე ყავს შენი ჩამოთვლილები თუ? მიდლტონი მინიმუმ ერთი თავით ჯობია ინგრამს დღეისთვის. ერთი შეხვდება ფინალში თორემ ფინალშია უკვე ლეიკერსი. ისე რაზე ვდაობთ სასაცილოც კია ჯერ დადგნენ კამანდები და მერე შეიძლება ვარაუდები. დღევანდელი ლეიკერსი თავისი ამომავალი ვარსკლავებით რას გავს კი ვხედავთ. ახლა ტრამვას დაბრალდება, ბუტიაობას თუ გარე ორსულობას ფაქტია გუნდი ქაქშია

02:15 | 23.03.2019
zviadi-shxefi (6306)

ავიღოთ ფილა-ბენ სიმონსი ჯობია ლონზოს და თუ ლონზო გავა სიმაღლეზე გავა სიმონსიც. კლეი რათქმაუნდა ჯობია რედიკს, ჯიმი ჯობია ინგრამს, ლებრონი ჰარისს, ხოლო ემბიდი მთელს ლეიკერს. რომელ სისწრაფეზე ლაპარაკობ ლეიკერსის თამაშებს ხომ უყურებ? ორი გუნდი თამაშობს მანდ, ეტთი ლეიკერსი და მეორე ლებრონი და თუ წელს ვერ დარბის მომავალ წელს უფრო ვერ ირბენს. ახლა ბაქსი-ბლედსოუ ჯობია ლონზოს, კლეი ჯობია ბრონგდონს, მიდლტონი ინგრამს (დღეისთვის ადეა და არამგონია მომავალ წელს ინგრამი იმ დონეზე ავიდეს აჯობოს მიდლტონს), ვუჩევიჩი ჯობია ლოპესს, ბერძენი კი მთელს ლეიკერსს. ბოსტონი-კაირი ჯობია ლონზოს, კლეი ბრაუნს, ტეიტუმი და ინგრამი თანაბარი მაინც მიუხედავად იმისა რომ მე ბოსტონელი მირჩევნია (აქ შეიძლება სუბიექტურიც ვარ), ლებრონი ჯობია თავის ნებისმიერ ვიზავის, ჰორფორდი ჯობია ვუჩევიჩს, რაც შეეხება სკამს სხვებთან შედარებით აქ ლეიკერსს არ ექნება უპირატესობა. რაც შეეხება ტორონტოს-თუ დაიშალნენ კი უნდა აჯობონ მერე. შეიძლება ცოტა ბავშური ნაწერი გამომივიდა მაგრამ შედარება მაინც შეიძლება. თუ ლეიკერსი ჯიმის დაიმატებს ჩდმპიონობის რა გითხრა მაგრამ პლეიოფი გარანტირებული აქვთ. ჯიმი მართლა კალათბურთელია, თანაც მაგარი. არც კლეი მოითხოვს სეზონში ჯიმიზე ნაკლებ კონტრაქტს და არც ვუჩევიჩი ითამაშებს სემიჩკის ფულზე. ლეიკერსის პრობლემა მისი ლიდერების მადაა. არც კობის უნდა ქონოდა კარიერის ბოლო წლებში მაგხელა ხელფასი და არც ლებრონს. მომავალ წელს აქვს ლეილერს ამ შემადგენლობის შენარჩუნებით პლიუს მაგარი კალათბურთელის დამატებით წარმატების მიღწევის შანსი თორემ მერე ინგრამი ამთავრებს კონტრაქტს, მერე კუზმა და ლონზო და თუ იმ სიმაღლეზე გავიდნენ რაც გეიმედება ერთი მოითხოვს იმაზე მეტს ვიდრე ახლა სამივე ერთად აღებული იღებს. და მთავარი-კუზმა ბენჩზე არარეალურია.

02:59 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

კარგი რა ჯერ ყველა გუნდს რას ადარებ აღმოსავლეთისას ერთი წამოვა მარტო მანდედან ლეიკერსამდე თუ ფინალში გავიდა და მეორე მაგ აღმოსავლეთის გუნდები გაისად როგორებიც იქნებიან ეგეთებს ლებრონი უგებდა მარტო.რა ბლედსოუ და რა ბროგდონი და რა ჯეილენ ბრაუნი ხუმრობ?ირვინგიც წავა ბოსტონიდან კავაიც წავა ტორონტოდან და ბატლერიც წავა ფილადელფიდან.ან მიდლტონი ვინაა ან რედიკი ან ჰარისი.ამ კამანდით კი რაც მე დავწერე ლებრონი მაგათ გადაუვლის და გადმოუვლის ყველას წელზე

00:13 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ყ ეობა გაბუტულ ბავშრბს გააჯნსენენდვინონ დევისი უეჭველი უნდა მოვიდეს

00:12 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

ბატლერს რაც შეეხება უმაღლესი კლასია რაზე საუბრობთ ჯიმი დონეა.წელს აქვს საშინელი სეზონი რასაც ფილადელფიაში სერიოზულ დისბალანსს ვაბრალებ ჯიმი ფილადეფიას დატოვებს მაგაში დარწმუბელი ვარ.თავისუფალი აგენტი ჯიმიზე უკეთესიც შეგიძლია აიყვანო მაგრამ ჯიმის თუ გამოიყენებ სწორად შენთვის იდეალურია.სპეციფიკური მოთამაშეა ჯიმი ჩარჩოებში ვერ მოაქცევ მარა თუ მიეცი ის რაც სურს ორმაგად დაგიბრუნებს უკან.ჯერ რა დონის მცველია

00:08 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

34წლის ასაკში ლებრონას კობის და ჯორდანის სტატისტიკა იყო.27 ქულა ლებრონს და კობის 28ქულა ჯორდანს.პასები და მოხსნები 8ლებრონს 6 6 ჯორდანს კობის ხოდა რა ჩასვრა.27ქულა ლებრონისთვის 34 წლის ასაკში ჩასვრად რო ითვლება კარგია.ისე შედეგების მხრივ იასნა საშინელი სეზონია რათ უნდა ლაპარაკი ასეთი საშინელი სეზონი არ ყოფილა

03:04 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

სხვა კალათბურთი იყო მაშინ როცა კობი და ჯორდანი 34 წლის იყვნენ და სხვა კალათბურთია ახლა როცა ლებრონი 34 წლისაა.დღეს სტატისტიკის დადება ბევრად მარტივია ვიდრე იმათი 34 წლის ყოფნის დროს

10:39 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

არააფერი შეცვლილა იმ დოზით რო ყველაფერი მაგას დააბრალო.რა ბევრს აქვს 27 ქულა საშუალო ამ სსეზონში?ან ბრაიანტი დიდი ხანია წავიდა ასე ძირეული ცვილებები რო მომხდარა ნბაში?კარგი რა.თუ შეიცვალა და შეტევა დღეს ბევრად წინაა დაყენებული დაცვაზე მაშინ იმას რატო იძახი ამ ასაკში ლებრონის დდაცვის შსედარება და ჯორდანის და კობის დაცვის შედარება უხერხულიაო ესეც ბუნებრივინმიზეზი ყოფილა მარა ხან იცვლება ნბა ხან არა

03:07 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მაგაზე ისიც მეტყველებს რომ 28 წლის იყო ლებრონი კობი როცა 34 წლის იყო 2012-13-ში და ნახე თვითონ ლებრონის სტატისტიკა 2012-13 სეზონის.ახლანდელი ანუ 34 წლის ლებრონის სტატისტიკა ჯობია 28 წლის ლებრონის სტატისტიკას.28 წლის ლებრონზე უკეთესია 34 წლის ლებრონი?კალათბურთი შეიცვალა მეგობარო

03:10 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

2012-13 წლის სეზონის ანუ 28 წლის ლებრონი 40 ქულიანი იქნება საშუალოდ სეზონში ამ კალათბურთში რაც ახლა მიდის

03:15 | 23.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ადრე 30 ქულას რომ აგდებდა მოთამაშე თამაშში მაგრად ჩანდა,დღეს 30 ქულა ისე ჩააგდოს შეიძლება ვინმემ ვერც შეამჩნიო.ეგ იცი რისი ბრალია?ბოლომდე იწელებოდა მაშინ შეტევები,ბევრად მაგარი დაცვა მიდიოდა და გაცილებით ნაკლები სროლები ხორციელდებოდა თამაშში.ამიტო ვამბობ რომ ლებრონს სერიოზულად მოკლებული აქვს და ეგ სტატისტიკა ბლეფია რომელიც კალათბურთის ცვლილებამ გამოიწვია.

23:33 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

იმ გუნდს კი არა რაც მე დავწერე,წელს რა გუნდიც ყავდა ლეიკერსს ეგ გუნდიც დედას უტირებდა ბევრს რომ არა ტრავმები,რომ არა დევისის გარშემო დაწყებული არეულობა და ასევე რომ არა ლებრონას ჩასვრა.კატასტროფული სეზონი ქონდა წელს ლებრონს და არავის ეგონოს რომ მომდევნო სეზონიც ეგეთი კატასტროფული ექნება.ტიპი ხშირად უბრალოდ არ თამაშობს,კი ვერ თამაშობს არ თამაშობს.რა თქმა უნდა ისედაც მოკლებული აქვს მაგრამ ბევრ ეპიზოდს მართლა იკიდებს და მომდევნო სეზონში არ იქნება ეგრე

23:22 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ამ გუნდში კლეი ტომპსონი იქნება 30+ქულიანი თითქმის ყველა თამაშში))ლებრონი-ლონზო-ინგრამი-რონდო ყველა პასის ოსტატია და კლეის სროლები ვიცით კარგად რაცაა))პლუს დაუმატეთ ლებრონის შესვლები,დანქები და სროლებიც,ინგრამის საშუალო სროლები ასევე დანქებიც,ლონზოს სწრაფი გადასვლა კონტრატაკაზე და ვუჩევიჩის საკმაოდ კარგი სროლებიც.სისწრაფეში დაჩაგრავს ეს გუნდი ძაან ბევრს.ეს შეტევითი ოპერაციების მცირე დეტალები და დაცვითი ფაზა ლონზო-კლეი-ინგრამი სამივე მაგარი დამცველი.ვუჩევიჩი კარგი მომხსნელი და ასევე ნორმალური დამცველი.ლებრონა ზარალია დაცვაში მაგრამ სად მიგყავს მოხსნებს მაინც გააკეთებს.მოკლედ ამ გუნდს ძაან მაგარი შანსი ექნებოდა მომდევნო სეზონში და ვერანაირი აღმოსავლეთის გუნდი ვერ მოუგებდა ამას.ან აღმოსავლეთის გუნდამდე მივიდეს ანუ ფინალი ითამაშოს და იქ მოუხერხებდნენ რამეს ვინც არ უნდა იყოს იქედან)))

21:55 | 22.03.2019
zviadi-shxefi (6306)

პერეს შენ რაც დაწერე მაგ გუნდს ჩემი აზრით აღმოსავლეთის ოთხეულის ნებისმიერი გუნდი მოუგებს. დასავლეთში კი რა იქნება ზაფხულის ბოლომდე ვერ გავიგებთ

23:04 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ვის მოუგებდა აღმოსავლეთის ნებისმიერი გუნდი ლონზო კლეი ინგრამ ლებრონ ვუჩევიჩის სასტარტო ხუთეულს პლუს რონდო ჰარტი არიზა კუზმა ზუბაჩის ბენჩს?ლონზო და ინგრამი მომდევნო სეზონში რა დონეზე გავლენ უკვირდები?კლეი იცი ვინაა?ვუჩევიჩს რას უწუნებ?და ისეთი ბენჩი რაც ამ გუნდს ყავს რომელ ისტის გუნდს ყავს?პლუს ბოლოს მთავარი ლებრონი.ასევე ისიც უნდა ითქვას რომ მომდევნო სეზონში ბევრი გუნდის შემადგენლობა შეიცვლება ისიც კმარა მარტო კავაი რომ წავა ტორონტოსთან და კავაის გარეშე დარჩენილ ტორონტოს რა შანსი ექნება ამ გუნდთან?კლეი გოლდენს არ აკლდება ამ შემთხვევაში?პლუს კაზენსიც წამსვლელია და დურანტიც.დაჟე დურანტიც რომ დარჩეს კარი-დურანტ-გრინის ტრიოს ეს გუნდი დაახევს ბურთს თავზე.სხვა ვინაა ჰიუსტონი ერთი ჰარდენის შემყურე?პოლი 70 წლის იქნება გაისად.ოკლაჰომას რაც არ უნდა გუნდი მიცე მაინც ოკლაჰომაა და ვინ ყავს ისედაც ჯორჯი და ვესტბრუკი?ახლა დღევანდელი გოლდენივით გარანტირებული ბეჭედი არ ექნებოდა ამ გუნდს რაც მე დავწერე მაგრამ იბრძოლებდა თავისუფლად პლუს ისე რომ ყველა ჩართული იქნებოდა თამაშში,ყველას კარგი თავისი როლი ექნებოდა გუნდში და გუნდური თამაშიც მშვენიერი იქნებოდა.

23:08 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

კავაი რომ წავა ტორონტოდან უნდა მეწეროს,კავა რომ წავა ტორონტოსთან მიწერია შეცდომით

19:15 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

უბრალოდ წარმოიდგინეთ სასტარტო ლონზო კლეი ინგრამი ლებრონი ვუჩევიჩი და ბენჩის მეორე ოპციები რონდო ჰარტი არიზა კუზმა ზუბაჩი.იდეალური 10 მოთამაშე გყავს გუნდში.მესამე ოპციის მოთამაშეებიც მესამე ოპციის კვალობაზე ასევე ნორმალური.კარუზო სვი ბიზლი ვილიამსი ვაგნერი მესამე ოპციაზე მეტი რა უნდა ყავდეს გუნდს.ასეთი გუნდის გაკეთება შეეძლო მომდევნო სეზონისთვის და გააკეთებს რაღაცა უსისტემო სისულელე გუნდს.ძაან ცუდი მენეჯერი გამოდგა მეჯიქი და რამე გრანდიოზული თუ არ გაჩარხა რამე სიტყვაზე კავაის მოყვანა როგორც მენეჯერი რასაც ქვია ჩაფლავდა

19:03 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

სვი ან უარესი ზუბაჩი ვინებში დაკარგა ტიპმა მუსკალაში და ბულოკში.იმენა ჩობანია ტრიპერა.ზუბაჩი იქნებოდა იდეალური მეორე ოპცია ცენტრზე მომდევნო სეზონში,ისიც თუ მაღალი დონის ცენტრს მოიყვანენ თორემ მაკგი თუ იქნება ისევ მაგას ზუბაჩი ახლაც ჯობდა და მომდევნო სეზონში ულაპარაკოდ აჯობებდა და სასტარტოსაც დაითრევდა.სვი კიდევ ნორმალური დამცველი და შუთერი 2 ნომერია,იმ ფონზე როცა პოუპი და ლენსი წავა(ბულოკი არც მოვიდოდა რომ არ გაეცვალა და მიტო ვამბობ)ჰარტის შემდეგი ოპცია კარგი იქნებოდა 2 ნომერზე სვიც.ნუ ჰარტი მეორე ოპციათ 2 ნომერზე სვი მესამედ.პირველ ოპციად კი რა თქმა უნდა კლეი ტომსონი უნდა მოიყვანონ 2 ნომერზე.მოკლედ მეჯიქი ბევრს ქარავს ძაან და დაღუპავენ ეგ და ლებრონი ორივე ლეიკერსს.ჭკუა რომ ეხმარა რა გუნდის დაყენება შეეძლო მომდევნო სეზონისთვის გეტყვით ახლა თანმიმდევრობითი ოპციებით.1 ნომერზე ლონზო რონდო კარუზო,2 ნომრებზე კლეი ჰარტი სვი,3 ნომრებზე ინგრამი არიზა ბიზლი 4 ნომრებზე ლებრონი კუზმა ვილიამსი 5 ნომრებზე ვუჩევიჩი ზუბაჩი ვაგნერი.საჩემპიონო გუნდია ყველანაირი თვალსაზრისით და რა გუნდს დააყენებს ახლა ვნახავთ ყველა.

00:20 | 23.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დეანდრე უნდა მოიყვნონ შემდეგ სეზონიდან მაკგი ძაან ყეა

22:11 | 22.03.2019
O. Mertskhali (8101)

ზუბაჩის შემთხვევაში რა მოხდა, ვერ გავიგე.. სერიოზულ დონეზე ათამაშდა ტიპი და ამათმა მოისროლეს.. გასახდელში მიქარა ვითომ?
რავი, მე რასაც ვუყურებ, ზუბაჩმა სერიოზული დონე უნდა გაქაჩოს..

22:56 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

მაკგიმ მოითხოვა მეტი სათამაშო დრო ზუბაჩი მართმევს წუთებსო და გაუშვეს მიტო

18:43 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ბატლერზე უკეთესი ორი მოთამაშე ყავს გუნდში იგივე პოზიციის.მაგრამ როგორც ჩანს არავის არ უნდა ლებრონთან თამაში და ეგაა პრობლემა.აბა მთლად ეგეთი ჩობანი არ მგონია იყოს ტრიპერა სხვა შანსი თუ ექნება ბატლერს მიახარჯოს მაგხელა მაყუთი

18:38 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ხუმრობას რომ მოვრჩეთ ისეთი პირი უჩანს რაც ბოლო დროს იწერება გაისადაც ვერაფერს იზამს ლეიკერსი.ბატლერზე აპირებენ 4 წლიან და 140 მილიონიან კონტრაქტის მიცემასო რაც იქნება სრული სისულელე.რა ბატლერი რის ბატლერი რა ხალხი გადის თავისუფალ აგენტებზე კარგად არიან ეგენი?არაფერი განსაკუთრებული მოთამაშე არაა ბატლერი და მე თუ მკითხავთ საერთოდ არ ჭირდება ამ ლეიკერსს,მითუმეტეს 140 მილიონად ეგ ხო საერთოდ დაქცევაა გუნდის.ანუ სეზონზე გამოუვა საშუალოდ 35 მილიონი რაც იმას ნიშნავს რომ სხვას ვეღარ მოიყვანს სტარს ვერავის.ლეიკერსს ჭირდება კლეი ტომპსონი,მაღალი დონის ცენტრი და ამ გუნდის ბირთვის შენარჩუნება მეტი არაფერი.ბატლერი არა კემბას მიცენ კიდევ 150 მილიონიანი კონტრაქტი.სულ გაუბერა ტრიპერამ

18:06 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

რომელი დენვერი-იუტა-ოკლაჰომა-გოლდენი-ჰიუსტონი-სანანტონიო-პორტლენდი-კლიპერსის შანსებზე საუბრობთ პლეიოფში სადაც ლებრონია?უბრალოდ ნახეთ ლებრონმა რეები აკეთოს პლეიოფში,ვერ გააჩერებენ ტიპს ტელევიზორთან.ყველა მაგარ თამაშზე დაითრევს დარბაზის ვიპ ადგილებს

18:11 | 22.03.2019
KoRBeN DaLLaS (24842)

სამი მეშოკი ბატი-ბუტი უყიდია, ემზადება

18:12 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ხოდა ნახე რეები ქნას მაგ ბატი-ბუტით))))

18:16 | 22.03.2019
ბაბუ პერესი (16691)

ლებრონს ისეთი მოედნის ხედვა აქვს ალეუპს აუგდებს მაკგის და ჩატენის მაკგი ბატი-ბუტს პირში მეჯიქს)))

22:12 | 22.03.2019
O. Mertskhali (8101)

15:19 | 22.03.2019
federerjamesliverpooldelpotro (17151)

დენვერი მაგრად მევასება ფლეიოფში ნიკოლას გუნდისკენ ვიქნები.უნდა ეცადნონ იუტაზე არ გავიდნენ.ხო მეშვიდე ადგილისკენ არის იუტა მაგრამ გაცილებით ძლიერი გუნდია

15:16 | 22.03.2019
O. Mertskhali (8101)

აუ, დენვერის მოთამაშეების სტატისტიკის 'სქრინ-შოთ'-ი, რომ დაგედოთ ამ მატჩიდან, მაგარი იქნებოდა - ამას ქვია საქმის ძმური გადანაწილება )

0.074271