ფეხბურთი

17:00 | 19.03.2019 | ნანახია [] - ჯერ

21-წლამდელთა შეკრება დაიწყო

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სლოვენიასთან და ისრაელთან დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო.

გია ცეცაძე გუნდს ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ავარჯიშებს. ნაკრებში ორი ცვლილებაა - ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო გუნდს საბურთალოელი გიორგი კოხრეიძე და სიონელი გივი ხეცურიანი გამოაკლდნენ. მათ ნაცვლად მთავარმა მწვრთნელმა "თელავის" მცველ ილია ბერიაშვილს და "დილას" თავდამსხმელ ნუგზარ სპანდერაშვილს უხმო.

ჟურნალისტთა საყურადღებოდ: 21 მარტს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი გია ცეცაძე სლოვენიასთან მატჩისწინა ბოლო ვარჯიშის დაწყებამდე, 18:30 საათზე, "ბასაზე" პრესკონფერენციას გამართავს. იქვე გაიცემა მატჩებზე დასასწრები აკრედიტაციები.

მეკარეები: ლუკა გუგეშაშვილი (დილა), დემეტრე ბულისკერია (ლოკომოტივი), ლუკა სანიკიძე (თელავი);

მცველები: ლუკა ლოჩოშვილი (ჟილინა, სლოვაკეთი), დავით კობოური (დინამო თბ), ვაჟა ფაცაცია (დინამო ბთ), თორნიკე ძებნიაური (ლოკომოტივი), ილია ბერიაშვილი (თელავი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ნიკა მალი (საბურთალო), ლუკა ლაკვეხელიანი (საბურთალო);

ნახევარმცველები: გიორგი კუცია (დილა), ნიკა ნინუა (დინამო თბ), გიორგი ქოჩორაშვილი (ხირონა, ესპანეთი), დავით სამურკასოვი (ლოკომოტივი), ლუკა სილაგაძე (რუსთავი), თემურ ჩოგაძე (რუსთავი), ზუკა დავითაშვილი (ლოკომოტივი);

თავდამსხმელები: გიორგი არაბიძე (ნასიონალი, პორტუგალია), ირაკლი ბუღრიძე (ბეერსხოტი, ბელგია), ბექა ქავთარაძე (რუსთავი), ნუგზარ სპანდერაშვილი (დილა), რატი არდაზიშვილი (ლოკომოტივი).

სლოვენიასთან (22.03) და ისრაელთან (26.03) ამხანაგური მატჩები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.

www.gff.ge

0.118676