შვეციარიის სუპერლიგის 25-ე ტურში ლევან ხარაბაძის „ციურიხმა“ „ქსამაქსს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, 55-ე წუთზე სტუმრები დაწინაურდნენ, თუმცა მატჩის ბოლო ნაწილში „ციურიხმა“ გამარჯვება მაინც მოიპოვა. 73-ე წუთზე ანგარიში კოლოლიმ ხარაბაძის აქტიურობის შედეგად გაათანაბრა.
ქართველმა მცველმა მარცხენა ფლანგიდან კარგად ჩააწოდა, კოლოლიმ თავით დაარტყა, მეკარემ აუღო, თუმცა დამატებაზე გატანა მაინც მოახერხა. ზუსტად სამი წუთის შემდეგ კი, ოდიმ მეორედ დაამწუხრა „ქსამაქსი“ და „ციურიხმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. 19 წლის ჩვენებურმა ამ შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
„ციურიხს“ 25 ტურის შემდეგ 33 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციაზე იმყოფება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არა მარტო ჭრიკიშვილის მარცხი, დროა უკვე სხვებმაც დაიწყონ სტაბილური შედეგების დადება. უზნაძის საკრიტიკოთ ენა ვის უნდა მოუბრუნდეს, მაგრამ ალბათ მეტი შეუძლიათ ჩვენს ძიუდოისტებს.
მთლად კმაყოფილების საბაბი ნამდვილად არ გვაქვს და იმედია ბაქოსთვის უკეთ მოემზადებიან.