გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალმა” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიაში მე-2 მატჩიც მოიგო და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
“ალ შამალმა” “ყატარს” 88:81 სძლია, ქართველ ლეგიონერებს კი ორმაგი დუბლის შერულებამდე ცოტა დააკლდათ. ორივე ჩვენებური სასტარტო ხუთეულში იყო და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ცინცაძემ მოედანზე 39 წუთი გაატარა და 16 ქულა, 3 მოხსნა, 8 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. გიორგიმ 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბერიშვილმა 31 წუთი ითამაშა და მისი მონაგარი 19 ქულა, 9 მოხსნა (2 შეტევაში), 4 პასი და 1 ჩაჭრა იყო. მიშამ 5-დან 2 ორქულიანი და 6-დან 5 სამქულიანი გამოიყენა, ერთხელ დაუფარეს, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, ხოლო მის წინააღმდეგ თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.
ამგვარად, “ალ შამალმა” ფინალის საგზური ნაადრევად გაინაღდა, ფინალში კი “ალ სადსა” და “ალ არაბის” შორის გამარჯვებულს ელის.