ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამიერიდან ლოს ანჯელეს „გალაქსის“ კაპიტანი იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას ამერიკული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ავრცელებს.
იბრაჰიმოვიჩის კარიერაში არაერთი გუნდი ყოფილა და კაპიტნის სამკლავური მისთვის ერთგვარად სიახლეა. თუმცა, თავის დროზე შვედეთის ნაკრებსაც კაპიტნობდა. შეგახსენებთ, ზლატანი ლოს ანჯელესში ერთი წლის წინ გადაბაგრდა.
აქვე გეტყვით, რომ MLS-ის ახალი სეზონი დღეს იწყება, ხოლო „გალაქსი“ პირველი ტურის მატჩს 3 მარტს, „ჩიკაგო ფაირის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.