ფეხბურთი

18:19 | 28.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვიტალი დარასელიას თასი 2019 (+VIDEO)

15-დან 21 აპრილის ჩათვლით დინამოს საფეხბურთო აკადემია საერთაშორისო ტურნირს მეოთხედ უმასპინძლებს. წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში 8 კლუბი მიიღებს მონაწილეობას.

ვიტალი დარასელიას თასი შარშან, ფინალურ შეხვედრაში ესპანიოლსა და დინამო თბილისს შორის გათამაშდა და ესპანელთა გამარჯვებით დასრულდა.

მოახლოებულ ტურნირზე დინამო თბილისის გარდა ასევე სფფ- ს აკადემია, ფეიენოორდი (ჰოლანდია), ბრაგა (პორტუგალია), ციურიხი (შვეიცარია), ვულვერჰემფთონი (ინგლისი), ემპოლი (იტალია) და დინამო კიევი (უკრაინა) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედანზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას დინამო არენა უმასპინძლებს.

FCDINAMO.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113862