სხვა

16:05 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ხუციბერიძე: "პირველი შემთხვევა იყო, როცა ფინალში სტრესს ბოლომდე გავუძელი"

ქუთაისელი ნინო ხუციბერიძე ერთ-ერთია იმ ახალგაზრდებიდან, რომლებიც წარმატებით გამოვიდნენ საფრანგეთის „დიდ პრიზზე“ - ქუთაისელმა მსროლელმა ოქრო და ბრინჯაო დაისაკუთრა. თან ფინალებში მეორე და მესამე შედეგებით შევიდა. აი, როგორ აფასებს ის საკუთარ გასმოვლას ამ ტურნირზე:

"საერთო ჯამში, საფრანგეთში გამოსვლით და ამ შეჯიბრებით კმაყოფილი ვარ. იანვარში, მიუნხენის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლისას არ ვიყავი ნავარჯიშები და ცუდად ვიასპარეზე, მაგრამ საფრანგეთში უკეთესი შედეგი ვაჩვენე და კმაყოფილი ვარ. ჩემი მაქსიმუმი არც ეს იყო, მაგრამ ცუდადაც არც მისვრია. ფინალში კიდევ პირველი შემთხვევა იყო, როცა ბოლომდე გავუძელი იმ ნერვულობას, სტრესს და ბოლომდე შემოვრჩი. მგონი, ალღო ავუღე ფინალის დაძაბულობას და უკვე ვისწავლე, იმ ნერვიულობას როგორ უნდა მოვერიო.
საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ საფრანგეთში გამოსვლით. თუმცა ვარჯიში მჭირდება. ეს ამ შეჯიბრებახეც გამოჩნდა - მართალია, 570-მდე, 580-მდე ვერ ავედი, მაგრამ გერმანიასთან შედარებით მეტი ვარჯიშით შედეგებიც გავზარდე. რაც ვივარჯიშე, იმის შესაფერისი მაჩვენებლები მქონდა. ახლა ბაქოში წავალთ შეკრებაზე და ისე ვივარჯიშებთ, როგორც ნინო სალუქვაძე გვეტყვის. ალბათ, ძირითადად, ფინალებისთვის ვივარჯიშებთ და მაქსიმალურად დავიტვირთებით, რაც ძალიან წაგვადგება ევროპის ჩემპიონატისთვის".

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.129653