ფეხბურთი

2:02 | 23.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ვატო არველაძის სადებიუტო გოლი პოლონეთის ჩემპიონატში (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას 23-ე ტურში ქართული გოლი გავიდა. „კორონა“ საკუთარ მოედანზე „პოგონს“ დაუპირისპირდა და მარცხისგან თავი 84-ე წუთზე, ვატო არველაძის გოლით დაიხსნა.

ჩვენებური მასპინძელთა სასტარო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 65-ე წუთზე გამოჩნდა, იმ დროისთვის „კორონა“ მარცხდებოდა. მატჩის მიწურულს კი, არველაძემ ჯარიმა შეასრულა, მეკარის ბაქანზე გაუშვა ბურთი, რომელიც საბოლოოდ კარში ისე აღმოჩნდა, რომ არავის შეხებია.

ეს პოლონეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში ქართველი შემტევისთვის პირველი გოლი გამოდგა (მეცხრე თამაშში).

„კორონა“ 23 შეხვედრაში მოპოვებული 36 ქულით ევროსაგზურებისთვის იბრძვის და ამ დროისთვის მეხუთე ადგილზე იმყოფება.

0.138575