თამაშგარე

11:49 | 21.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ნინა დობრევის სპორტული სვლა დიდი კინოსკენ

ჩვენში ალბათ ბევრმა არ იცის, რომ პოპულარულ კანადური სერიალის- “ვამპირის დღიურების“ ვარსკვლავი და ერთბაშად ორი გმირის განმასახიერებელი მსახიობი ნინა დობრევი წარმოშობით ბულგარეთიდანაა და ყმაწვილქალობისას მხატვრული ტანვარჯიშით იმდენად იყო გატაცებული, რომ მისი მთავარი ოცნება ტანვარჯიშში ოლიმპიური ჩემპიონობა იყო.

მიუხედავად იმისა, რომ როდესაც ნინა კანადაში გადავიდა საცხოვრებლად, მხოლოდ 2 წლის იყო, მის ასევე ყოფილ მსახიობს და ტანმოვარჯიშე დედას გოგონა სამი წლიდან უკვე ტანვარჯიშზე მოუყვანია და ძალიან კარგი სპორტული შედგებიც ქონია. თუმცა, აბა რა გასაკვირია რომ გულმა საბოლოდ მაინც კინოსკენ გაუწია.

ნინა დობრევი ერთ-ერთი მათთაგანია, რომელმაც უნივერსიტეტში სოციოლოგიის სწავლას და წიგნებით თვალების ამოღამებას, მსახობობაში ბედის ცდა ამჯობინა და დღეს ყოფილი ტანმოვარჯიშე და არშემდგარი სოციოლოგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კანადელი მსახობია. ბულგარეთში კი ფიქრობენ, რომ ნინას ფესვებით ბულგარელობა მეტ ხაზგასმას და წარმოჩენას იმსახურებს. ჩვენც წარმოვაჩინოთ!

0.150043