გორის „დილამ“ თურქული შეკრება დაასრულა. შიდა ქართლური გუნდის მეტოქე ბოლო სპარინგში ტირასპოლის „შერიფი“ გახლდათ და ახლოსაც იყო გამარჯვებასთან, თუმცა მატჩი ფრედ დასრულდა.
ანგარიში მეცხრე წუთზე ქართულმა გუნდმა ალვინ ფორტესის გოლით გახსნა. „შერიფმა“ თამაშის მიწურულს, 83-ე წუთზე მოახერხა წონასწორობის აღდგენა და შეხვედრაც ასე დასრულდა.
მთლიანობაში „დილამ“ თურქეთში 4 სპარინგი ჩაატარა, 2 მოიგო, 1 ფრე ითამაშა და ერთხელაც დამარცხდა.
აქვე გეტყვით, რომ გორელები ეროვნული ლიგის პირველ ტურში 3 მარტს, საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას“ დაუპირისპირდება.