ფეხბურთი

0:57 | 19.02.2019 | ნანახია 488 - ჯერ

"დილას" გამარჯვება თურქულ შეკრებაზე

გორის „დილა“ თურქეულ შეკრებას აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. შიდა ქართლელთა მორიგი მეტოქე ყაზახური „ქასპი“ იყო, რომელიც 2:1 დაამარცხეს.

ანგარიში ლევან ნონიკაშვილმა 25-ე წუთზე გახსნა, თუმცა პირველი ტაიმის ბოლოს ყაზახებმა წონასწორობა აღადგინეს. გორელებს გამარჯვება ალვინ ფორტესმა მოუტანა, რომელმაც შეხვედრის მიწურულს მოახერხა მეტოქის კარის აღება.

„დილა“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 20 თებერვალს ტირასპოლის „შერიფთან“ გამართავს და ეს თურქულ შეკრებაზე ბოლო სპარინგი იქნება.

თეგებიდილა

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

05:53 | 19.02.2019
saamtrediel (960)

მანდაც კასპი? ქარელთან როდის აქვს თამაში?

0.065635