ლეგენდარული ინდოელი მსახიობი და მოდელი აიშვარია რაი საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მზეთუნახავად ითვლებოდა, რომელიც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არამხოლოდ ინდოეთის, სრულიად აზიის ისტორიაში უდავოდ უპირველესი ლამაზმანია.
მიუხედავად წლების მატებისა, აიშვარიას მომხიბვლელობას კლების მხრივ ბევრი არაფერი დატყობია. ერთი ისაა, რომ ამ უკანასკნელ პერიოდში ინდოელმა ლამაზმანმა ადრე ნათქვამი სიტყვების გადათქმა დაიწყო და თუკი წლების წინ თავს ინდური კრიკეტის დიდ მოტრფიალედ მიიჩნევდა, ახლა ამბობს, რომ სპორტის ეს სახეობა საერთოდ აღარ აინტერესებს.
ჯერ კიდევ სამიოდე წლის წინ, მთელი დუნიის ბულვარული მედია წერდა, რომ აიშვარიაზე უგონოდ იყო შეყვარებული ინდური კრიკეტის ვეტერანი მოთამაშე, მანსორ ალი ხან პატუდი, რომელიც მსახიობს ქმართან განშორებას და მასთან თანაყოფას ევედრებოდა. ამ ამბავმა აიშავარია რაის იმიჯი გვარიანად დააზიანა და შესაძლებელია კრიკეტიც სწორედ ამის შემდეგ შეიძულა. ქალებს რას გავუგებთ აბა...