სხვა

14:40 | 17.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი ტყვიის მსროლელების 3 მედალი საფრანგეთში

ქართველმა ტყვიის მსროლელებმა წარმატებით დაამთავრეს გამოსვლა ფრანგულ ორლეანში, საფრანგეთის „დიდ პრიზზე“. გუშინ გაიმართა შეჯიბრებები კვლავ პირად პირველობაში, სადაც ჩვენმა მსროლელებმა 3 მედალი მოიპოვეს: 1 ოქრო და 2 ბრინჯაო.

ოქრო ბიჭებში აკაკი მოსულიშვილმა მოიპოვა, მესამეზე კი გოგოებში ნინო ხუციბერიძე და ვაჟებში ცოტნე მაჭავარიანი გავიდნენ. ჩვენი შვიდეულიდან ფინალში კიდევ ორნი გავიდნენ: ქალებში ნინო სალუქვაძე და გოგოებში - ლიზი კილაძე. ვაჟებში ფინალამდე მხოლოდ ორი ქულა დააკლდა ლევან ქადაგიძეს.
მოსულიშვილმა საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა 561 ქულით (95, 91, 93, 97, 91, 94) და მესამე ადგილით დაამთავრა, ფინალში კი 238.0-ით გაიმარჯვა.
გოგოებში საკვალიფიკაციო ეტაპი ისევ ლიზი კილაძემ მოიგო, ვინც ამჯერად წინა ტურნირთან შედარებით, 4 ქულით ნაკლები დააგროვა - 574, მაგრამ სამ სერიაში 98 ქულა ჰქონდა: 91, 98, 96, 98, 93 და 98 ქულა. ხუციბერიძემ ამჯერადაც 566 ქულით (95, 95, 94, 96, 92, 94) დაამთავრა საკვალიფიკაციო ეტაპი, თუმცა ეს ახლა მესამე ადგილი იყო. ფინალში ხუციბერიძე 214.4 ქულით მესამეზე გავიდა, კილაძემ კი 131,0-ით დაასრულა გამოსვლა, რაც მეშვიდე შედეგი აღმოჩნდა.
მაჭავარიანი ამჯერად ფინალში გაცილებით უკეთესი სასტარტო პოზიციით - 580 ქულით და მეოთხე ადგილით შევიდა, იქ გამოსვლა კი 220,8-ით დაამთავრა და მესამეზე გავიდა. საკვალიფიკაციოში მაჭავარიანი საკმაოდ სტაბილურად და ძლიერად გამოვიდა - 5 სერიაში 97 დააგროვა, ერთში კი 95 ქულა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ვაჟებში ფინალურ ოქტეტში 4 რუსი, 3 ფრანგი და ერთი ქართველი იყო, გოგოებში კი - 4 ფრანგი, 2 ქართველი და თითო პერუელი და ესპანელი.
სალუქვაძე ფინალში მეოთხე ადგილით შევიდა - 574 ქულა (94, 95, 97, 97, 95, 96), იქ კი 153,5 ქულით და მეექვსე ადგილით დაამთავრა.
ქადაგიძე 573 ქულით მეცხრე ადგილზე გავიდა (93, 97, 97, 96, 95, 95). გოგოებში მარიამ ქობულაშვილმა საკვალიფიკაციოში გამოსვლა 548 ქულით და მე-11 ადგილით დაასრულა (89, 90, 90, 93, 93, 93).

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსამსახური

0.130558