ფეხბურთი

10:40 | 16.02.2019 | ნანახია 1733 - ჯერ

ეროვნული ლიგიდან ევროპა ლიგამდე - ლევან ხარაბაძის ნახტომი
"სამუშაო ბევრი მაქვს, განსაკუთრებით დაცვაში თამაშის მხრივ"

დასკვნების გაკეთება ალბათ ჯერ ძალიან ადრეა და სამუშაოც ძალიან ბევრი აქვს. თუმცა, ცალსახაა, რომ საქართველოს ეროვნული ლიგიდან შვეიცარიის სუპერლიგაში გადასვლა და ძირითად შემადგენლობაში დაუყოვნებლივ მოხვედრა, ბევრისთვის სანატრელია.

ალბათ, სადაო არაა ის საკითხი, რომ ჩვენი ჩემპიონატიდან თუნდაც, საშუალო დონის ლიგაში ფეხბურთელებს სწრაფად დამკვიდრება ძალიან უჭირთ. არსებობს გამონაკლისები და ერთ-ერთი ასეთი ლევან ხარაბაძეა.

19 წლის მარცხენა მცველი, რომელიც თვეზე ოდნავ მეტია, რაც შვეიცარიულ „ციურიხში“ ჩაირიცხა. მიუხედავად არცთუ დიდი დროისა, ჩვენებურმა ლუდოვიკ მანინის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ფეხი უმალ მოიკიდა და ნელ-ნელა ევროპულ ფეხბურთს ალღოს უღებს. რა თქმა უნდა, ეს მაქსიმუმი არაა და განსაკუთრებული ეიფორიაც ზედმეტია, მაგრამ მაინც გამოსარჩევია ჩვენებურის ასეთი სტარტი.

ჯერ მხოლოდ სამი ოფიციალური თამაში ჩაატარა, მაგრამ ესეც საკმარისი გამოდგა, რომ ქართველი ქომაგისთვის იმედი ჩაესახა. დებიუტი „სენტ გალენთან“ შედგა და საგოლე პასი მიითვალა, მერე ციურიხის დერბიში, „გრასჰოპერსთან“ გოლის გასატანად მხოლოდ 7 წუთი დასჭირდა და იქვე დუბლის შესრულებაც შეეძლო. და, ბოლო თამაში ევროპა ლიგაზე, იტალიური „ნაპოლის“ წინააღმდეგ.

მართალია, ამჯერზე ლევანს თავი დიდად არ გამოუჩენია, მაგრამ არც ყველაზე ცუდად უთამაშია თანაგუნდელთა შორის. თანაც, ალბათ, ადვილი წარმოსადგენია სხვაობა ამ ყველაფერში - 3 თვით ადრე ბურთს ეროვნულ ლიგაში აგორებდე და მერე ხოსე კალეხონის, ლორენცო ინსინიესა და არაერთო ოსტატის წინააღმდეგ გიწევდეს თამაში. ლევანს თავისი პოტენციალი სრულად არ წარმოუჩენია და თამაშის ხარისხიც მოსამატებელი აქვს. ამას თავადაც ამჩნევს. როგორც თავად გვითხრა, დაცვით ფაზაში მოსამატებელი აქვს და ამავდროულად, ევროპულ სიჩქარეებთანაც უნდა გამონახოს საერთოდ ენა.

WORLDSPORT.GE ხარაბაძეს „ნაპოლისთან“ მატჩის შემდეგ დაუკავშირდა და შვეიცარიაში გატარებული პერიოდის შესახებ ვესაუბრეთ.

ადაპტაცია

კარგად მიმდინარეობს. რაც აქ ვარ, გამოცდილებას ვიღებ თითოეული თამაშისგან, ვარჯიშისგან. სამუშაო ძალიან ბევრი მაქვს და უნდა შევეჩვიო ევროპულ დონეზე თამაშს, აქ სულ სხვა სისწრაფეებია.

გასაუმჯობესებელი კომპონენტი

რამდენიმეა - როგორც უკვე ვთქვი, მაღალ სისწრაფეზე თამაში, ასევე დაცვაში თამაში. ვგულისხმობ ერთ-ერთზე თამაშს, პოზიციის შერჩევა ასე თუ ისე, არ მიჭირს.

მწვრთნელი - ლუდოვიკ მანინი, რომელიც თავის დროზე მარცხენა მცველი იყო

მანინი მიზიარებს თავის გამოცდილებას, ყველაფერს მასწავლის, რაც საჭიროა. რომელ მომენტში, როგორ უნდა მოვიქცე და ხელს ყველანაირად მიწყობს, რომ მაღალ დონეზე ვითამაშო.

ნახტომი - ეროვნული ლიგიდან ევროპა ლიგამდე

სიმართლე გითხრათ, ასე სწრაფად ამ ყველაფერს არ ველოდი. რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ზოგადად, ფეხბურთის თამაში ადვილი არასდროსაა.

სტადიონი და ფანები

„ციურიხის“ სტადიონზე თამაში ძალიან მაგარია. შესანიშნავი გულშემატკივრები გვყავს და ბევრი ადამიანიც ესწრება მატჩებს. მათ მხარდაჭერას პირადად მეც ვგრძნობ.

ენობრივი ბარიერი

ლატვიელი მეკარე გვყავს (ანდრის ვანინსი - ავტ), რომელიც რუსულად კარგად საუბრობს, როგორც მე და მეხმარება კომუნიკაციაში. ამავდროულად ინგლისურ ენაში მომზადება უკვე დავიწყე.

სიახლოვე თანაგუნდელებთან

ყველასთან კარგად ვარ და ყველამ კარგად მიმიღო. გამორჩეულად მაინც ხსენებულ ვანინსთან, ბენჟამინ კოლოლისთან, სტეფენ ოდეისთან, ასან ჩისაისთან და უმარ ბანგურასთან დავახლოვდი.

გოლი ციურიხის დერბიში

გოლის შემდეგ 5-6 წუთი არ მჯეროდა, თითქოს თამაშზე აღარ ვფიქრობდი, მაგრამ სწრაფად გაიარა ეიფორიამ და თამაშზე მთლიანად გადავერთე. რა თქმა უნდა, გოლის გატანა ძალიან გამიხარდა.

„ნაპოლი“

„ნაპოლი“ ძალიან ძლიერია, ჩემი აზრით, ტოპ გუნდია. ძალიან სასიხარულო იყო, რომ მის წინააღმდეგ ვითამაშე. გამოცდილები მივიღე, რადგან ისეთი ფეხბურთელების წინააღმდეგ თამაში, როგორიც „ნაპოლის“ ჰყავს, დიდ გამოცდილებას იძლევა. ჩვენ ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ მეათე წუთზე დაშვებულმა უხეშმა შეცდომამ ცუდად იმოქმედა. ჩემს თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, შემეძლო გუნდისთვის უფრო მეტად სასარგებლო ვყოფილიყავი.

საქართველოს ნაკრები და მატჩი შვეიცარიასთან

რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდება თუ ამ მატჩისთვის ნაკრებში გამომიძახებენ. თუმცა, ეს ჩემი პრეროგატივა არაა, მწვრთნელის გადასაწყვეტია.


კომენტარები (12)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:31 | 17.02.2019
Euro2020 (114)

Damalon mainc to, Marto rusuli ro ician))

02:30 | 17.02.2019
Euro2020 (114)

Es very gavige kaco 19wlis bichia, rusuli sad iswavla?)) An es inglisuri qarvel pexburtelebze cudad moqmedebs tu alergiulebi Arian?))

02:27 | 17.02.2019
Euro2020 (114)

Xarabadze momwons ki da nakrebehic daudzaxebs albat vaisi. Navalac tu pormashi iqneba 99% navalas daayenebs dziritadshi urchveli. Is ki dgevandeli mdgomareobit pexburtelebis pormit, shveicaria handikapit amogvidebs(

02:24 | 17.02.2019
Euro2020 (114)

Gvilia shromobda da sauketesoc iyo tavis gundshi, Sanam es gamosurebuli treneri ar
Moiyvanes. Ubralod aitvalwuna meti araperi, mis satamaeho stiltan maq problemao tqva pirdapir. Lucerni iset sezons atarebs well aramgonia Didi xani gaacheron gvilia polonetshi da eg lucernis treneri gundshi didxans kide.

01:09 | 17.02.2019
Shevche (15054)

22 წლის ფეხბურთელსაც წაიყვანენ და უფრო დიდსაც. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ მაგ ასაკამდე ფიზიკურად ვერ ინარჩუნებენ კარგ ფეხბურთელებს ქართული კლუბები.
და კიტეიშვილი რომ გლადბახში ვერ გადავა, ეგ იმის ბრალია, რომ მაგდენი კლასი არ აქვს და არა იმის, რომ ამდენი ხანი საქართველოში გაჩერდა. პირიქით, მაგასაც რომ თამაშობს, ზუსტადაც დინამოს დამსახურებაა.

21:10 | 16.02.2019
ბათუმის დინამო ! (229)

ხარაბაძე არ ხუმრობს !! შვეიცარიაში ცხოვრება დააბრძენებს,რეჟიმში იქნება სულ და ვგონებ ნაკრებში პრეტენზიაც ექნება 1-2 წელში.არ უნდა გაჩერდეს,ევროპელები ისეთები არიან,ნიჭს და შრომას არავინ ჩაგიყრის წყალში ... უამრავი წარმატებები ხარაბაძეს

22:44 | 16.02.2019
alfadhirhaiti (7530)

არ მჯერა რო გვილია არ შრომობდა და იმიტო ვერ მოეწყო იგივე შვეიცარიაში.

20:24 | 16.02.2019
mjgiri (8951)

საქმე იმაშია,რომ ჩაკვეტაძე როდესაც 18 წლის ასაკში გადავიდა გენტში,1 წელი დასჭირდა მის ადაპტაციას(ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებას,ტაქტიკურად სწორი თამაშის ახსნას,დროული გადაწყვეტილებების მიღებას და ა.შ.).არადა ჩაკვეტაძე ბოლო დროის ყველაზე ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელია..
უბრალოდ ჩვენთან ძალიან ცუდად ამზადებენ ფეხბურთელებს,ძალიან ცუდი მწვრთნელები გვყავს,ინფრასტრუკტურაზე რომ არაფერი ვთქვათ.

22:52 | 16.02.2019
ბათუმის დინამო ! (229)

გვილიას შვეიცარიამდეც ჰქონდა მენტალური პრობლემები ბელორუსში.ასე რომ ყველამ თავის თავში უნდა ეძებოს პრობლემა და საკუთარ თავს მაქსიმუმი მოსთხოვოს...თუ ძლიერი ხარ არავინ დაგჩაგრავს და არავინ დაიზარალებს თავს

20:27 | 16.02.2019
mjgiri (8951)

არავინ არ წაიყვანს 22 წლის ფეხბურთელს საქართველოდან ბელგიაში და თავიდან არ ასწავლის ფეხბურთის თამაშს,თუ რაიმე განსაკუთრებული მონაცემები არ ექნება.

21:20 | 16.02.2019
lagashi (6738)

ასაკთან დაკავშირებით ყველასთვის ერთნაირად არ იმოქმედებს საზღვარგარეთ წასვლა, ჩაკვეტაძე რომ 22 წლამდე საქართველოში დარჩენილიყო შესაძლოა ვერც ვერაფერი შეემატებინა საკუთარი თავისთვის, მაგრამ ხანდახან პირიქითაც ხდება, გვინახავს 17-18 წლის ნიჭიერი ბიჭები რომლებიც წავიდნენ მაგრამ ვერ მოიკიდეს ფეხი. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს 21 წლამდე მაინც ავუკრძალავდი წასვლას, გამინაკლისი მხოლოდ ზენიჭიერ ბიჭებზე იქნებოდა ისიც იმ შემთხვევაში თუ სერიოზული დაინტერესება იქნებოდა ევროპიდან და არა აგენტების ხლაფორთობა.

21:46 | 16.02.2019
mjgiri (8951)

კი მაგრამ კიტეიშვილს უკვე აღარ აქვს შანსი სადმე ტოპ-კლუბში თამაშის,ან თუნდაც საშუალოზე მაღალი დონის.ვერც ერთი ფეხბურთელი,ვინც საქართველოში ითამაშებს 20 წლამდე,შემდეგ ვერ მიხვდება პირობით ლაციოში ან ბორუსია მიონხენგლაბახში.

23:35 | 16.02.2019
lagashi (6738)

და კიტეიშვილს 17 წლის ასაკში რომ აეწყვიტა, აქაოდა ახლა თუ დრო დავკარგე საქართველოში მერე აღარაფერი მეშველებაო, რას მოიგებდა?! აგენტები შეატენიდნენ სადმე ევროპაში მაგრამ რა გარანტია იმისა რომ კარიერას აიწყობდა?! როცა არ გეხვეწებიან მაშინ ჯობია დარჩე იქ სადაც ხარ, თორემ უფრო მეტს დაკარგავ

20:28 | 16.02.2019
mjgiri (8951)

მგონი რაიმე არ არსებობს ეგეთი სიტყვა

20:03 | 16.02.2019
mjgiri (8951)

მთელმა ევროპამ იცის ოქრიაშვილი და ჭანტურია
პოჩეტინო ზის ტოტენჰემში და ფიქრობს,ჩაკვეტაძეს ავიყვანდი მაგრამ ოქრიაშვილივით რომ ვერ გაამრათლოს მერე რა ვქნაო ალბათ ესე...

23:29 | 16.02.2019
lagashi (6738)

ჩემ კომენტარზე ღადაობ? პოჩეტინომ შეიძლება არც იცოდეს ვინაა ოქრიაშვილი მაგრამ აგენტებმა ხომ იციან ვინ ვინაა?

23:26 | 16.02.2019
KoRBeN DaLLaS (24846)

ხო
ან გუგლში აკრიფა "ქართველი ფეხბურთელი" და ცუდი რაღაცეები ამოუყარა ეხლა საფიქრალშია

15:40 | 16.02.2019
Shevche (15054)

ჩემი აზრით კი მთავარი მიზეზია ის, რომ ვინც თამაშზე ფიქრობს, ისინი მართლა წინ მიდიან, ხოლო ვისთვისაც მთავარია "უცხოეთში" წავიდეს, ისინი საბოლოოდ ვერაფერს აღწევენ.
მაგალითად კიტეიშვილმა, ლობჟანიძემ, პაპუნაშვილმა, ჩაკვეტაძემ, კაკაბაძემ - ითამაშეს საქართველოში სეზონები. შედგნენ ფეხბურთელებად და ამიტომაც მათზე გაჩნდა მოთხოვნა საკმაოდ ნორმალური კლუბებიდან. იგივე ბუღრიძე, როცა მასზე ბევრად ნიჭიერი არაბიძე კლუბიდან კლუბში გადადიოდა, ბუღრიძე ჩიხურაში თამაშობდა. შედეგად, მომავალი წლიდან ის ბელგიის სუპერლიგაში ითამაშებს. არაბიძე კი კაცმა არ იცის სად.
პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ თუ საქართველოში ითამაშებ, დაამტკიცებ შენს ნიჭს, აჩვენებ სტაბილურობას, ამ საკმაოდ ადვილ ჩემპიონატში, აუცილებლად გამოჩნდება ნორმალური გუნდი, შენი ტალანტის შესაბამისი და მოგეცემა შანსი, რომ ახალ საფეხურზე ახვიდე.
ხოლო თუ ისე მოიქცევი, როგორც მაგალითად ლაზარე კუპატაძე, რომელიც საბურთალოდან ნაკრებში გამოიძახეს. მაგან კიდევ საპასუხოდ კლუბი მიატოვა და ლუქსემბურგულ გუნდში გადავიდა, საიდანაც სავარაუდოდ ვეღარც ნაკრებში მოხვდება და მისი კარიერაც მალევე უკან-უკან წავა.
სავარაუდოდ, იგივე ბედი ელით კვარაცხელიას და დავითაშვილს, რომლებიც თამაშის ნაცვლად ასევე "უცხოეთში" წასვლაზე ფიქრობდნენ. სტაბილურობა და პროფესიონალიზმი საქართველოში არ უჩვენებიათ და უცხოეთში ეგ ორმაგად გაუჭირდებათ.

18:38 | 16.02.2019
alfadhirhaiti (7530)

გაბედავა

19:06 | 16.02.2019
Shevche (15054)

გაბედავაც კარგი მაგალითია. მოდი შევთანხმდეთ რომ რაიმე განსაკუთრებული ტალანტი მაგ ფეხბურთელს არ გააჩნია. 29 წლამდე კლუბიდან კლუბში დადიოდა და ნორმალური სეზონი ასად ჰქონია, მაგრამ 1 კარგი წელი და მისი შესაძლებლობების ფონზე საკმაოდ კარგი ვარიანტი გაუჩნდა კარიერაში. მინიმუმ, ევროპაში, გამართულ სტადიონებზე და მინდვრებზე მოუწევს თამაში. მაგისთვისაც ეგაა მაქსიმუმი, მოკლედ რომ ვთქვათ.

17:26 | 16.02.2019
lagashi (6738)

ეროვნულ ლიგაში თუ გაჩერდებიან 21-22 წლამდე მართლა კარგი იქნება, თუმცა ფეხბურთელები ვინც თავიდან ჩამოთვალე იმათ ჯერ არაფერი დაუმტკიცებიათ, ყველას უკეთესის მოლოდინი გვაქვს. რაც შეეხება კვარაცხელია დავითაშვილს, პირველთან მიმართებაში სიომინის იმედი მაქვს, ხოლო დავითაშვილის ყაზანურ კარიერას ვერ ვუყურებ იმედიანად! არც თბილისური წადი-მოდი მომეწონა ამ ბიჭისგან.

17:57 | 16.02.2019
Shevche (15054)

ეგენი, ყველა, მინიმუმ ძირითადის ფეხბურთელები გახდნენ თავიანთ კლუბებში.
ჩაკვეტაძე გენტში ძირითადის ფეხბურთელი და ლიდერია.
კაკაბაძე ხიმნასტიკშიც ძირითადის ფეხბურთელი და ლიდერი იყო, ლუცერნშიც ტრავმამდე.
ლობჟანიძე რანდერსში ძირითადის ფეხბურთელი და ლიდერია.
პაპუნაშვილს ბოლო დროს ტრავმები მოუხშირდა, თორემ ისიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია სარაგოსასთვის.
ქვილითაია გამომრჩა და მისი კარიერაც სწორედ იმის მერე წავიდა წინ, რაც საქართველოში დაბრუნდა და დინამოში მიიღო პრაქტიკა. (არადა იქამდე რაღაც ბანძ უნგრულ კლუბში იყო და არც ახსოვდა არავის).

რაც შეეხება მოლოდინებს. მე პირადად ვთვლი რომ მაგალითად ქვილითაიასთვის გენტი შესაძლებლობების მაქსიმუმია.
ლობჟანიძისთვის მაქსიმუმ დანიის რანდერსზე უფრო ძლიერი გუნდი.
პაპუნაშვილისთვის მაქსიმუმ ლალიგის საშუალოზე სუსტი გუნდი.
ჩაკვეტაძე ალბათ ბუნდესლიგის საშუალო დონის გუნდს გაქაჩავს. სავარაუდოდ გადავა კიდეც მალე.
მოკლედ, ეს ფეხბურთელები მათ მაქსიმუმთან საკმაოდ ახლოს არიან.
ხოლო ის ფეხბურთელები, რომლებსაც განსაკუთრებული ტალანტი ჰქონდათ, ბევრად შორს არიან თავიანთი მაქსიმუმისგან(მაგ.: ანანიძე, არაბიძე, ჭანტურია), რადგან ასეთები ყოველთვის ნაადრევად მიდიან აქედან.

18:30 | 16.02.2019
lagashi (6738)

პაპუნაშვილის მდგომარეობა არ არის სახარბიელო..

17:59 | 16.02.2019
Shevche (15054)

*კიტეიშვილიც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა შტურმში.

17:25 | 16.02.2019
levani82 (41682)

ლაზარეს კლუბი არ მიუტოვებია. კონტრაქტი დაუმთავრდა და მეცი-ში მიდიოდა

18:09 | 16.02.2019
Shevche (15054)

ნუუუ მეციში თუ "მიდიოდა", მაშინ გასაგებია ლუქსემბურგულ ბანძობაში რომ გადავიდა.

12:10 | 16.02.2019
lagashi (6738)

10 დან 9 შემთხვევაში ფეხბურთელი იქ მიდის სადაც ეპატიჟებიან, რუსეთს და ყაზახეთს რომ უწუნებთ, რით ვერ დავიჯერეთ რომ არ ვუნდივართ მაგ ევროპელებს არააა... არ გვაქვს სტაბილური პერსპექტიული ფეხბურთელების ავტორიტეტი და არ გვენდობიან. ახლა უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს ევროპაში ვიდრე რუსეთ-ყაზახეთში მაგრამ რომელი ერთია რუსულ პრემიერლიგაზე უფრო მაგარი?! და იმასაც ვნახავთ რამდენი გადახტება ტრამპლინიდან წარმატებით ძალიან ბევრია დამოკიდებული ჩაკვეტაძე-ხარაბაძეზე, ამათმა თუ მართლა ითამაშეს დიდი ფეხბურთი მერე შეიძლება კარგი თვალით შემოგვხედონ ევროპელებმა, უფრო სწორად დინამოს აკადემიას

15:48 | 16.02.2019
O. Mertskhali (8101)

ავტორიტეტი, არანაირად არაა გადამწყვეტი თემა - ევროპაში, ლეგიონეებზე არის ძალიან მაღალი ლიმიტი და ამიტომაც ჭირს წასვლა..

12:28 | 16.02.2019
salazar (1835)

რეპუტაციასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.
ოქრიმ და ჭანტურამ ისე გაგვიფუჭეს საქმე ევროპაში, რომ მაგის ამოქაჩვას მართლა დიდი დრო დასჭირდება.

და არავის ეგონოს, რომ ვაკო ამერიკაში ასე უბრალოდ მოხვდა. იქ პირველ რიგში ზაზათი გაგვიცნეს, როგორც მებრძოლი და პროფესიონალი ხალხი.
მიუხედავად იმისა, რომ სხვა სახეობაა მაინც დიდი როლი ითამაშა. ვაკოც ფაქტია სტაბილურად თამაშობს.

აი რუსეთში ისე გვაქვს საქმე გაფუჭებული ეგენი არასდროს სერიოზულად არ შემოგვხედავენ.

13:00 | 16.02.2019
lagashi (6738)

ხო, ცალკე რეპუტაცია და ცალკე ტრამვები, ნახეს უნიჭიერესი ყენია, ჭანტურია, ოქრიაშვილი... ნუ ვის აკლდა ნიჭი, რა ხანია გამართული კარიერა ვერავინ შეიქმნა და აღარ აქვთ ნდობა. ამ ყველაფრის ფონზე რუსულო პრემიერლიგის ლამძღვა, აქაოდა საქმეს უფუჭებს ქართველ ფეხბურთელებსო ცოდა უადგილო მგონია. ჩვენშია პრობლემა, არსად სხვაგან

11:52 | 16.02.2019
a.c milan (114)

tramplini araa brat ruseti yvelam karga icis ra aris da sad midis fuli sashovnad

11:39 | 16.02.2019
valeri8848 (2622)

ა კაცი პირდაპირ ევროპაში წავიდა, აბა ზოგიერთი წავიდოდა რუსეთის მ-5 ლიგაში ტრამპლინად გამომადგებაო. მაგ ტრამპლინიდან მხოლოდ ყაძახეთში და აზერბაიჯანში რომ შეგიძლია გადახტომა ეს ვერ გაიგეს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114573
სარეკლამო ადგილი - 99
X x X