გორის „დილამ“ თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და გამარჯვებაც მოიპოვა. გორელების მეტოქე ყაზახური „აკჟაიკი“ გახლდათ და მისი ძლევა არ გასჭირვებია - 2:0.
„დილამ“ თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა. 25-ე წუთზე ანგარიში ალვინ ფორტესმა გახსნა, ხოლო საბოლოო ანგარიში ანდრეი ტიტოვის გოლით დაფიქსირდა, რომელმაც თავი მატჩის მიწურულს გამოიჩინა.
საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი მომდევნო სპარინგს 14 თებერვალს, უკრაინული „დნიპროს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყაზახურ საიტზე კი ინფორმაცია დადეს რომ დილას 1ით ბოლი მოუგო სხვა ყაზახურმა გუნდმა .
წარმატებები გორს
წარმატებები გორს ... გული მიგრძნობს დაძა ბული ჩემპიონატი გვექნებაა ))
ეს აკჟაიკი რომელ ადგილზეა ყაზახეთში ??
ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში ბოლოზე ბანდაა დიდი უპირატესობით უჯობნიათ ჩვენებს მაგრამ შტანგები იყო 3 თამაში და რავი პენალტი გამაზეს კიდე ერთი 5-0 უნდა მოგვეგო