ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თილისმად წოდებული, მშვენიერი და კაცთა გულთამპყრობელი ასული, ჯუსტინ სპრინგერი საყოველთაოდ პოპულარული სოციალურმა ქსელმა გახადა, რადგან სოციალურ ქსელებში მუდმივად გამოფენილი მისი ფოტოები აშკარა მოწონება მრავლობით აღინიშნებოდა.
სწორედ ინტერნეტში ფოტოების დადების შედეგ შეამჩნია ეს გოგონა ჯერ ბელგიურმა, შემდეგ კი ფრანგულმა სამოდელო სახლებმა და ბოლოს უკვე ყველაფერი ლოგიკურად განვითარდა და ევროპული წესის თანახმად, ყველაზე პოპულარული მოდელი, ბელგიის საფეხბურთო ნაკრების თილისმადაც სცნეს.
ჯუსტინ სპრინგერი წმინდა სამოდელო საქმიანობის გარდა, სარეკლამო ბიზნესშიცაა ჩართული და რამდენიმე ცნობილი ფირმის სახეც გახლავთ. აქედან გამომდინარე ამ ასულის მშვენიერი სახე დღეს ევროპის არაერთი ქალაქის სარეკლამო ბილბორდებზეა გამოფენილი და ერთობ საამო საცქერიცაა.