ფეხბურთი

13:54 | 9.02.2019 | ნანახია [] - ჯერ

ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არაა

ბელგიური „გენტის“ ქართველი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე ტრავმირებულია. 19 წლის ჩვენებურს წინა ტურში „ბრიუგესთან“ არ უთამაშია და ვერც 10 თებერვალს, „მუსკრონთან“ გავა მინდორზე.

როგორც „გენტის“ თავკაცი იეს თორუპი ამბობს, საგანგაშო არაფერია და ჩაკვეტაძე მოედანს ძალიან მალე დაუბრუნდება.

„ჩაკვეტაძეს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც აჩვენა, რომ სერიოზული არაფერია. თუმცა, ჯერჯერობით უნდა დაისვენოს და ამიტომ, კვირას ვერ ითამაშებს. მაგრამ მოედანს ძალიან სწრაფად დაუბრუნდება“, - განაცხადა თორუპმა.

შეგახსენებთ, ჩაკვეტაძემ ტრავმა ჯერ კიდევ 2018 წლის მიწურულს მიიღო, რის გამოც ერთი თვე გაუცდა. დაბრუნება იანვრის ბოლოს მოახერხა, თუმცა, მცირე დაზიანება ბელგიის თასის ნახევარფინალში „ოსტენდესთან“ დაპირისპირებისას მიიღო.

0.118636