გიორგი ცინცაძისა და მიხეილ ბერიშვილის “ალ შამალი” ყატარის საკალათბურთო ჩემპიონატში პირველ ადგილზე რჩება. ქართველ ლეგიონერთა გუნდმა მე-14 ტურში მე-12 მატჩი მოიგო და ლიდერობას ინარჩუნებს.
“ალ გარაფასთან” სტუმრად მოგებულ შეხვედრაში ცინცაძე განაცხადში არ ყოფილა, ბერიშვილი კი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 32 წუთში 18 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 2 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.